საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკო და სწავლების ცენტრი პოლიციელებისთვის საინფორმაციო-სასწავლო პროექტს ახორციელებს

09.09.2025
ბეჭდვა

2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, 2 სექტემბერს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებში  ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად პოლიციელების გადამზადება განისაზღვრა.

ინიციირებული საკითხის გათვალისწინებით, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის ფორმატში დაიგეგმა მასშტაბური საინფორმაციო-სასწავლო პროექტი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის.

პროგრამა 8 სექტემბრიდან დაიწყო და 12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, ყოველდღიურ რეჟიმში, რამდენიმე ნაკადად ჩატარდება. კურსის განხორციელებას სწავლების ცენტრის და ცესკოს იურიდიულ დეპარტამენტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

პოლიციელების მაქსიმალური რაოდენობით ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სატრენინგო სესიები დისტანციური სწავლების მეთოდით წარიმართება. სპეციალიზებული პროგრამის „არჩევნები და უსაფრთხოება“ ფარგლებში შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება: უსაფრთხო და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად ეფექტიანი კომუნიკაცია საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის; კენჭისყრის დღემდე პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რისკების იდენტიფიცირება,  პრევენცია და რეაგირების მექანიზმები.

სწავლების ცენტრსა და შსს აკადემიას შორის პარტნიორობა მრავალწლიან თანამშრომლობას ეფუძნება და არჩევნების თავისუფალ, მშვიდ  გარემოში  ჩატარების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia