როგორც ცნობილია, 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მუნიციპალიტეტების საკრებულოების წევრებს და თვითმმართველი ქალაქების/თემების მერებს აირჩევენ. ქვეყნის მასშტაბით გახსნილი საარჩევნო უბნებიდან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით გაიმართება.
არჩევნების ჩატარების პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა პროფილურად მოამზადა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსი, რომელშიც დეტალურად ჩაიშალა საარჩევნო ადმინისტრატორების და საარჩევნო უბნებზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა, ეთიკის სტანდარტები და საქმიანობის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები. აღნიშნული ემსახურება კენჭისყრის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის ხელშეწყობას და ცნობიერების განმტკიცებას ამომრჩევლის ინტერესზე ორიენტირებით პროფესიონალური თანამშრომლობის მნიშვნელობის საკითხზე.
არჩევნებისთვის მომზადებული საინფორმაციო-სასწავლო რესურსი მოიცავს შემდეგს:
(მოიცავს ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე - როგორც ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ისე ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად)
(განკუთვნილია საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ან მათი გამოყენების გარეშე წარიმართება)
(წარმოადგენს დამხმარე რესურსს, მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს და წევრებს კენჭისყრის დღეს განსახორციელებელი ფუნქციების შესაბამისად საქმიანობა წარმართონ ორგანიზებულად და თანმიმდევრულად)
(მოიცავს მითითებებს საარჩევნო კომისიებისთვის საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელი პრევენციული ღონისძიებებისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ)
საინფორმაციო-სასწავლო რესურსი ხელმისაწვდომია ბმულზე. საარჩევნო კომისიებს აღნიშნული სასარგებლო მასალა აგრეთვე მიეწოდებათ მატერიალური ფორმით, კენჭისყრის დღეს ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნებისთვის. საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო და სამახსოვრო ინსტრუქციები თარგმნილია ეთნიკური უმცირესობების ენებზე (სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე).
ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, დამატებითი რესურსის სახით ცესკო და სწავლების ცენტრი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს დისტანციურ სასწავლო კურსს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა“. პლატფორმა დროსა და სივრცეში შეუზღუდავად იძლევა თემატურ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას. კურსის ფარგლებში განხილულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: შშმ ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტი, ქცევის ნორმები და მათი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობისთვის დანერგილი სერვისები. ელექტრონულ სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებული ტექსტური დავალებების ბლოკი ქმნის ცოდნის გადამოწმების დამატებით შესაძლებლობას. ტესტირების პროცესის წარმატებით გავლის შემდგომ მომხმარებელი იღებს ელექტრონულ სერტიფიკატს.
