საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

III ეტაპის ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ ელექტრონული აპარატების გამოყენებით

24.08.2025
ბეჭდვა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით, 2025 წლის 25 აგვისტოდან ტრენინგების III ეტაპი იწყება იმ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით.

განგრძობითი ტრენინგების ფარგლებში, აღნიშნული ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) გადამზადებას ეთმობა.

სწავლების ცენტრის ტრენერები სამიზნე აუდიტორიას მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო/საზედამხედველო უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. განიხილება შემდეგი ძირითადი ასპექტები:

  • კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები (მათ შორის, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების რეგისტრაცია; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ შესასრულებელი ფუნქციების ასახვა ჩანაწერთა წიგნში; რაოდენობრივი მონაცემების გამოცხადება, სადემონსტრაციო ოქმის წარმოება);
  • გადასატანი საარჩევნო ყუთით კენჭისყრის პროცესის უზრუნველსაყოფად ჩასატარებელი პროცედურები (მათ შორის, შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთაგან წილისყრით მეთვალყურეების გამოვლენა);
  • საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა აქტივობის დადგენა (მონაცემების გადაცემა ცესკოსთვის და ასახვა შესაბამის სადემონსტრაციო ოქმებში);
  • საარჩევნო უბნის დახურვიდან კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ჩასატარებელი პროცედურები (მათ შორის, გადასატანი საარჩევნო ყუთის გახსნა და ხმის დათვლის ელექტრონული აპარატის მეშვეობით ძირითად საარჩევნო ყუთში საარჩევნო ბიულეტენების მოთავსება; ხმის დათვლის აპარატიდან წინასწარი შედეგების შესახებ კონსოლიდირებული ამონაწერის ბეჭდვა, საჯაროობა და პლანშეტით ცესკოსთვის გადაცემა; საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება-დათვლის პროცედურის წარმართვა; დამკვირვებლებისგან გამოვლენილი მეთვალყურეების, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათ მიერ განსახორციელებელი დაკვირვების ფარგლები);
  • საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგების შეჯამება (კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების შევსების პროცედურა, ოქმების საჯაროობის უზრუნველყოფა და კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების მოთხოვნის საფუძველზე ოქმების დამოწმებული ასლების გაცემის წესი);
  • კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდგომ საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელი ლოგისტიკური პროცესი (საოლქო საარჩევნო კომისიისთვის გადასაცემი საარჩევნო ელექტრონული აპარატები, საარჩევნო დოკუმენტაცია, ინვენტარი).

ამასთან, ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის მომზადებულ სამახსოვრო ინსტრუქციებს. აღნიშნულ დამხმარე რესურსებში ფუნქციების შესაბამისად სისტემატიზირებულია კომისიის ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მიერ შესასრულებელი საქმიანობები, რაც მიზნად ისახავს ტრენინგებზე მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში ერთგვაროვნად გამოყენების და კენჭისყრის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის ხელშეწყობას.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები III ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 2025 წლის 25-26 აგვისტოს პერიოდში. გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულზე. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia