ცესკო და სწავლების ცენტრი მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგების ციკლს აგრძელებს.
2025 წლის 22 აგვისტოდან ტრენინგების II ეტაპი იწყება იმ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით. გადამზადების აღნიშნულ ეტაპზე სამიზნე აუდიტორიას საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) წარმოადგენენ.
სპეციალიზებული პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები მიიღებენ საფუძვლიან ინფორმაციას შემდეგ ძირითად საკითხებზე:
საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა პროცედურული ცოდნის და საარჩევნო ელექტრონული აპარატების მართვის უნარების განმტკიცების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მონაწილეები განახორციელებენ ეპიზოდურ ინსცენირებებს.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები II ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 2025 წლის 22-24 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში. გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულზე. ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.