საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

არჩევნებისთვის მოსამზადებელ ფაზაზე საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის მასშტაბური საინფორმაციო-სასწავლო პროექტი განხორციელდა

21.08.2025
ბეჭდვა

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის მორიგი არჩევნების მაღალი სტანდარტით ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად, ცესკო და სწავლების ცენტრი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების პროგრამებს.

მიმდინარე ეტაპზე, 19 აგვისტოს, სწავლების ცენტრმა ჩაატარა მასშტაბური საინფორმაციო-სასწავლო პროექტი 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიისთვის. პროგრამის სამიზნე აუდიტორიას საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობა წარმოადგენდა. მასში მონაწილეობა 788-მა წევრმა მიიღო. 

პროგრამა ჰიბრიდული ფორმატით გაიმართა და ორი ეტაპისგან შედგებოდა: დისტანციური ტრენინგი და პრაქტიკული სწავლება ადგილზე. ონლაინ შეხვედრა სწავლების ცენტრის დირექტორმა, ნათია ზაალიშვილმა გახსნა, რომელმაც საარჩევნო ადმინისტრატორების საქმიანობის მართვის ეფექტიანობის ზრდისა და ამ პროცესში საარჩევნო კომისიების ყველა წევრის ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სწავლების ცენტრის ტრენერებმა დისტანციურად გამართული საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებთან დეტალურად განიხილეს საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატს მიკუთვნებული შემდეგი საკითხები: არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტები; კანონმდებლობის ერთგვაროვნად გამოყენება და ზედამხედველობის მექანიზმის მნიშვნელობა ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაზე; კენჭისყრის შენობების მოწყობის, აპარატებით/ინვენტარით აღჭურვის უზრუნველყოფა; კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან კომუნიკაციის/კოორდინაციის ასპექტები; კენჭისყრის პროცესის წარმართვა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით; ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერა; კენჭისყრის პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა; საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის წინასწარი შედეგების და შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა; საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი (მათ შორის, საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების გადამოწმებისა და ხელახლა დათვლის საფუძვლები და წესი); საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის განცხადებებსა და საჩივრებზე რეაგირების წესი.

დისტანციურ ფორმატში საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებში კომისიების წევრთა უშუალო ჩართულობით საარჩევნო ელექტრონული აპარატების მუშაობის დემონსტრირების პროცესი ჩატარდა. მონაწილეებმა პრაქტიკაში განიხილეს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის და წინასწარი შედეგების გადაცემისთვის განკუთვნილი პლანშეტის ფუნქციონალი.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia