მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკო და სწავლების ცენტრი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადების მასშტაბურ პროექტს იწყებს. ტრენინგები 2025 წლის 21 აგვისტოდან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.
საარჩევნო ადმინისტრატორების სწავლება ორი პროფილური მიმართულებით განხორციელდება:
ქვეყნის მასშტაბით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს ინტენსიურ ტრენინგებს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 279 ტრენერი ჩაუტარებს.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის მიხედვით ტრენინგები შემდეგი სისტემით წარიმართება:
ამომრჩეველთა სერვისზე ორიენტირებით, ტრენინგის მონაწილეები პროცედურულ საკითხებზე სპეციალიზებულ ცოდნას მიიღებენ სატრენინგო ეტაპების მიხედვით თემატურად შედგენილი პროგრამების ფარგლებში. საუბნო საარჩევნო კომისიების სწავლებისას მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ამომრჩევლებისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები; ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა; პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა; კენჭისყრის წინასწარი შედეგების და შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა. პროგრამით გათვალისწინებულია სიმულაციები და როლური თამაშები საარჩევნო ელექტრონული აპარატების მართვის, ხმის მიცემის პროცედურული ასპექტების, ხმების დათვლის პროცესის წარმართვის გაანალიზება-შესწავლის მიზნით. პრაქტიკული სავარჯიშოების მაქსიმალური დატვირთვით წარიმართება ტრენინგები კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსების წესის სწავლებასთან დაკავშირებით.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების გრაფიკები ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე გასაჯაროვდება ეტაპობრივად.
