საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

I ეტაპის ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ ელექტრონული აპარატების გამოყენებით

20.08.2025
ბეჭდვა

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სატრენინგო კონცეფციის მიხედვით, 2025 წლის 21 აგვისტოდან იწყება პროგრამის განხორციელება იმ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, რომლებიც კენჭისყრის პროცესს წარმართავენ საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით.

I ეტაპის ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) გადამზადებას ეთმობა. სპეციალიზებული პროგრამის ფარგლებში, საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ საფუძვლიან ინფორმაციას კენჭისყრის დღემდე პერიოდში ამომრჩევლებისთვის განსახორციელებელი სერვისების შესახებ. განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა:

  • ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმების სერვისის უზრუნველყოფის მექანიზმები (ამომრჩეველთა ერთიანი სიის გასაჯაროება; ამომრჩევლის ბარათების დარიგება);
  • ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანის სერვისის უზრუნველყოფის მექანიზმები (ამომრჩეველთა/სხვა უფლებამოსილი პირების განცხადებების მიღება/რეგისტრაცია და რეაგირებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნა; სიაში ცვლილების შეტანის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროება);
  • გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის სერვისის უზრუნველყოფის მექანიზმები (ამომრჩეველთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია და მათ საფუძველზე ამომრჩევლების გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანა; გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროება);
  • ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის კენჭისყრაში მონაწილეობის ხელშეწყობის სერვისის უზრუნველყოფის მექანიზმები (ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში შეყვანის მოთხოვნით ამომრჩეველთა განცხადებების მიღება/რეგისტრაცია და რეაგირებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიაში გადაგზავნა; სპეციალურ სიაში შეყვანის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროება).

ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისიაში საქმისწარმოების სტანდარტიზაციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოების წესის შესახებ, განიხილება საქმისწარმოების მიზნით შემუშავებული აქტების/ფორმების სტრუქტურა და მათი შევსების წესი.

ტრენინგები პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით წარიმართება, გათვალისწინებულია სხვადასხვა სახის თემატური სავარჯიშოს შესრულება.

I ეტაპის ტრენინგების გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულზე. გრაფიკებში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia