საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს საევაკუაციო სწავლება ჩაუტარდათ

29.05.2025
ბეჭდვა

23 მაისს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის საევაკუაციო სწავლება/გავარჯიშება ჩატარდა. სიმულაცია წარმატებით განხორციელდა, რის შედეგადაც თანამშრომლებმა საგანგებო მდგომარეობისა და ევაკუაციის პროცესის ეფექტურად წარმართვის შესახებ პრაქტიკული ცოდნა მიიღეს.

საევაკუაციო სწავლების ჩატარება ხელს უწყობს დასაქმებული პირების საგანგებო მდგომარეობისთვის მომზადებას, ევაკუაციის პროცესს ხდის უფრო ეფექტურს და ორგანიზებულს. სწავლების დროს მოწმდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფის მუშაობა და ეფექტურობა. დასაქმებულები იღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას ევაკუაციის, პირველადი დახმარებისა და სხვა საჭირო უნარების შესახებ.

სამუშაო სივრცეში უსაფრთხო გარემოს შექმნა და დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად სწავლების ჩატარება ორგანიზაციას საშუალებას აძლევს გამოავლინოს ხარვეზები ევაკუაციის პროცესში, აღჭურვილობაში, სახანძრო და განგაშის სისტემებში და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia