საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სერტიფიცირების გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

21.05.2025
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი სერტიფიცირების გამოცდების ციკლს იწყებს.

2025 წლის 22 მაისიდან 28 მაისის პერიოდში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ მათთვის სასურველ ერთ-ერთ გამოცდაზე:

  • საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდა;
  • საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდა;
  • საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სერტიფიცირების გამოცდა.

საგამოცდო პროცესი ხელს უწყობს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნის დადგენას. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში მოქალაქეს ენიჭება სერტიფიკატი, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით:

ა)  საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი - სავალდებულოა ცესკოში და საოლქო საარჩევნო კომისიაში შესაბამის პოზიციებზე ასარჩევად/დასანიშნად. აღნიშნული სერტიფიკატი ვალიდურია ასევე საუბნო საარჩევნო კომისიაში  ხელმძღვანელი პირის და წევრის პოზიციისთვის.

ბ)  საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი - სავალდებულოა საუბნოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მდივნის პოზიციაზე ასარჩევად. აღნიშნული სერტიფიკატი ვალიდურია ასევე საუბნო საარჩევნო კომისიაში წევრის პოზიციისთვის (მოთხოვნა არ ვრცელდება პარტიების მიერ დასანიშნ კომისიის წევრებზე).

გ)  საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი - სავალდებულოა საუბნოს საარჩევნო კომისიის წევრის პოზიციაზე ასარჩევად (მოთხოვნა არ ვრცელდება პარტიების მიერ დასანიშნ კომისიის წევრებზე).

საგამოცდო ციკლის განხორციელების პერიოდი:

  • 2 ივნისიდან -  საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის გამოცდები დაიწყება;
  • 4 ივნისიდან - საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა გამოცდები გაიმართება;
  • 9 ივნისიდან - საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა გამოცდები ჩატარდება.

სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი).

დაინტერესებული პირი სასურველ გამოცდაზე შეიძლება დარეგისტრირდეს დისტანციურად, 2025 წლის 22 მაისის 10:00 საათიდან 28 მაისის 24:00 საათამდე, ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ბანერზე გადასვლით „სერტიფიცირების პლატფორმა“. რეგისტრაციის მიზნით, მოქალაქეს ასევე შეუძლიათ მიმართოს გამოცდის სამდივნოებს, 22-28 მაისის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა (გამოცდის სამდივნოების მისამართები მოცემულია ბმულზე). მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის პროცესში დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება, საქართველოს მასშტაბით გახსნილი 37 საგამოცდო ცენტრიდან აირჩიოს ერთ-ერთი ცენტრი გამოცდის ჩასაბარებლად: თბილისი (4 ლოკაცია), გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, რუსთავი, მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, თეთრიწყარო, მცხეთა, დუშეთი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, საჩხერე, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, წყალტუბო, ქუთაისი, ამბროლაური, ცაგერი, სენაკი, ზუგდიდი, ხობი, ფოთი, მესტია, ოზურგეთი, ბათუმი, ქობულეთი, დაბა შუახევი და ხულო (მუნიციპალიტეტების მიხედვით საგამოცდო ცენტრების მისამართები და მისაღებ მონაწილეთა ადგილების რაოდენობა მოცემულია ბმულზე).

საგამოცდო პროცესის საჯაროობის მიზნით, გამოცდაზე დამკვირვებლებად დაიშვებიან აკრედიტებული ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და დამკვირვებლებისთვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ მოთხოვნებს. აკრედიტაცია შესაძლებელია დისტანციურად: 2025 წლის 22 მაისის 10:00 საათიდან 28 მაისის 24:00 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე centre@electionreforms.ge განაცხადის გაგზავნის ფორმით (განაცხადის ნიმუში), ასევე, შესაბამის საგამოცდო ცენტრებში გამოცდის სამდივნოების მეშვეობით: 2025 წლის 22-28 მაისის პერიოდში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა.

სერტიფიცირების პროცესში უცვლელი ფორმით გამოიყენება ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული საგამოცდო ტესტები, რომელიც ხელმისაწვდომია ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ბანერზე „სერტიფიცირების პლატფორმა“. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა გამოცდა, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა და წევრთა გამოცდები ასევე ჩატარდება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ნათარგმნი საგამოცდო ტესტების გამოყენებით.

სერტიფიცირების გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით წარიმართება. თითოეული გამოსაცდელისთვის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ავტომატურად შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი. სერტიფიკატის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. გამოცდისთვის მოსამზადებლად, დაინტერესებულ პირს შეუძლია გაიაროს სერტიფიცირების იმიტირებული გამოცდა. ამ მიზნით, უნდა ეწვიოს ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებგვერდზე განთავსებულ ბანერს „სერტიფიცირების პლატფორმა“. იმიტირებული გამოცდის პროგრამული ვიზუალი ემთხვევა რეალური გამოცდის ფორმატს. იმიტირებულ გამოცდაზე გამოიყენება რეალური გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტები, მათ შორის, ნათარგმნი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების გაცნობის მიზნით ეწვიეთ ბმულებს:

სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების ვადების განსაზღვრის შესახებ ცესკოს განკარგულებები

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების დებულება

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულება

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სწავლების ცენტრს: 032 261 21 11

ვიდეო გალერეა

სერტიფიცირების გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება
  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
16
17
1819202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia