საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

„დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ - პროექტი საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის წარმატებით განხორციელდა

18.03.2025
ბეჭდვა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით, 2025 წლის 17 თებერვლიდან 12 მარტის პერიოდში,  საჯარო სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგების ჩართულობით მასშტაბური საინფორმაციო - სასწავლო პროექტი „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ განახორციელა.

საარჩევნო განათლების მიმართულებით ჩატარებული პროექტი ახალგაზრდა თაობის საარჩევნო ცნობიერების ამაღლების კომპლექსური ამოცანის შესრულებას ემსახურება. საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამა „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ ითვალისწინებს  შემდგომში არჩევნების მოდულზე საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის ხელშეწყობას და მოსწავლეებისთვის განახლებული ინფორმაციის გაზიარებას. ამ მიზნებისთვის პედაგოგებს გადაეცათ სწავლების ცენტრის მიერ სპეციალურად მომზადებული დამატებითი საინფორმაციო რესურსი, რომელიც მოიცავს განსახილველ საარჩევნო თემატიკას, თემის განვრცობისთვის განკუთვნილ საკითხავ მასალას, პრაქტიკულ სავარჯიშოებს და სარეკომენდაციო მითითებებს ჩატარების მეთოდოლოგიის შესახებ. ამასთან, შეხვედრების მონაწილეებთან განხილულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები: ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა და პოლიტიკური კულტურის ასპექტები; დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები და ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემო; საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები.

მიმდინარე წელს, სწავლების ცენტრმა ჩაატარა  საინფორმაციო შეხვედრები 23 მუნიციპალიტეტში (თბილისი, ყვარელი, გურჯაანი, კასპი, თიანეთი, ქარელი, ბორჯომი, ასპინძა, გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი, თერჯოლა, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, ხარაგაული,  ხელვაჩაური,  ლანჩხუთი, წალენჯიხა, მარტვილი, სენაკი), მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 5 მუნიციპალიტეტში (გარდაბანი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, დმანისი). შეხვედრებში მონაწილეობა 478 საჯარო სკოლის 510-მა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა (ქალი-407; კაცი-103) მიიღო, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ხუთ მუნიციპალიტეტში განლაგებული 69 საჯარო სკოლის 92 პედაგოგმა (ქალი-71; კაცი-21).

პროექტის იმპლემენტაცია სწავლების ცენტრის ტრენერ-ექსპერტებმა უზრუნველყვეს. სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა პოზიტიურად შეაფასეს. უკუგების ფორმატში მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ გადაცემული სასწავლო რესურსი და გაზიარებული სასწავლო მეთოდოლოგია მორგებულია მოსწავლეების ასაკთან, ინტერესებთან და ხელს შეუწყობს საარჩევნო სიახლეების გაცნობასა და ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის გათავისებაში.

სწავლების ცენტრმა პირველი საპილოტე პროექტი 2024 წელს განახორციელა. დღემდე პროექტი „დემოკრატიული არჩევნები და საარჩევნო გარემო“ 42 მუნიციპალიტეტში განლაგებული 951 საჯარო სკოლის 988-მა სამოქალაქო განათლების პედაგოგმა  გაიარა. 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia