საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

მოლდოვის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგ ცენტრის წარმომადგენლები საქართველოს საარჩევნო სწავლების ცენტრის გამოცდილებას გაეცნენ

13.03.2025
ბეჭდვა

2025 წლის 12 მარტს, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, განგრძობითი თანამშრომლობის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგ ცენტრის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ღონისძიება სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნა. მან საარჩევნო სასწავლო ინსტიტუციებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროექტების ეფექტიანად განხორციელებას, საარჩევნო პროცესების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.

მოლდოვის რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგ ცენტრის დირექტორმა დოინა ბორდეიანუმ აღნიშნა, რომ მათთვის არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს საარჩევნო სწავლების ცენტრის მრავალწლიანი პროფესიული პრაქტიკის გაცნობა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს საარჩევნო სწავლების ცენტრის დირექტორს ნათია ზაალიშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოლდოვის რესპუბლიკის ტრენინგ ცენტრის ინსტიტუციურ გაძლიერებაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს კარგი პრაქტიკის კოდექსის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩასატარებლად არსებითი როლი საარჩევნო განათლებას და ამ არეალში მოქმედი სასწავლო ცენტრების ინსტიტუციონალიზაციას ენიჭება.

სამუშაო შეხვედრაზე განსახილველ თემას წარმოადგენდა „ანგარიშგების სისტემის დიგიტალიზაცია და გავლენა სატრენინგო პროცესის ორგანიზება-მართვაზე“. საქართველოს საარჩევნო სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს უწყებაში დანერგილი ტრენინგების ელექტრონული ანგარიშგების პროგრამის სტრუქტურა და მისი გამოყენების პრაქტიკული ასპექტები (საარჩევნო სასწავლო პროგრამების გრაფიკების ატვირთვა-გასაჯაროება, სტატისტიკური მონაცემების სისტემატიზაცია-დამუშავება, სატრენინგო პროგრამის შეფასებისთვის განკუთვნილი მონაცემების კონსოლიდაცია).

12 მარტს საარჩევნო სასწავლო ცენტრებს შორის სამუშაო შეხვედრა დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ღონისძიება მოლდოვის რესპუბლიკაში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობა ასევე  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia