EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

„არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ - საჯარო სკოლებში მასშტაბური სასწავლო პროექტი იწყება

ცესკო და სწავლების ცენტრი ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით საინფორმაციო-სასწავლო კამპანიას აგრძელებს. მიმდინარე ეტაპზე, 2025 წლის 17 თებერვლიდან 7 მარტის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან პარტნიორობით, საჯარო სკოლებში განხორციელდება მასშტაბური საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“.

განხორციელების არეალი მოიცავს 64 მუნიციპალიტეტში განლაგებულ 360 საჯარო სკოლას, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 13 მუნიციპალიტეტში განლაგებულ 56 საჯარო სკოლას (თელავი, ლაგოდეხი, საგარეჯო, გარდაბანი, რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა).

პროექტი სამოქალაქო კულტურის განვითარების და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კომპლექსური ამოცანის შესრულებას ემსახურება. პროგრამა ფოკუსირებულია ახალგაზრდებზე, ვისაც ახლო მომავალში პირველად ექნებათ შეხება არჩევნებთან. საჯარო სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეები სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საინფორმაციო-სასწავლო კურსის ფარგლებში შემდეგ ძირითად საკითხებს გაეცნობიან: არჩევნების არსი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში და ამომრჩევლის როლის მნიშვნელობა; საქართველოში დემოკრატიული არჩევნების განვითარების ისტორია და მოდერნიზებული არჩევნები; დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპები და საერთაშორისო სტანდარტები; ინკლუზიური საარჩევნო გარემო და გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესში; არჩევითი სახელმწიფო ორგანოები; საარჩევნო ადმინისტრაცია და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული საარჩევნო სერვისები; არჩევნებში ჩართული სხვა მხარეები და მათი როლი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პროცესში; სიძულვილის ენის და დეზინფორმაციისაგან  თავისუფალი საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა.

პროგრამა პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით განხორციელდება, რომლის ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 101 ტრენერი უზრუნველყოფს.

საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ 2015 წლიდან მიმდინარეობს. დღემდე პროგრამა 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 1706 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 33 500-მდე მოსწავლემ გაიარა.