EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ჩატარებული საარჩევნო კომისიების წევრთა სატრენინგო ციკლის შეჯამება

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის  საარჩევნო კომისიების წევრებმა ინტენსიური გადამზადება გაიარეს.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით, სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული პროფილური სასწავლო პროგრამების მიხედვით:

  • 2263 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა ტრენინგები გაიარეს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით კენჭისყრის წარმართვის პროცედურებთან დაკავშირებით (ხუთი ეტაპი);
  • 768 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა დეტალური ინსტრუქტაჟი მიიღეს ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე კენჭისყრის განხორციელების რეგულაციებზე (ოთხი ეტაპი);
  • პენიტენციურ დაწესებულებებსა და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 13 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა კი გადამზადება შესაბამის პროცედურულ საკითხებზე გაიარეს (ერთი ეტაპი).

სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად შესაბამისი ფუნქციების შესრულების ტექნიკას, მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის ჭრილში. საარჩევნო კომისიის საქმიანობის განხილვისას ყურადღება გამახვილდა საარჩევნო ადმინისტრატორების მნიშვნელოვან როლსა და პასუხისმგებლობაზე, რაც უკავშირდება თითოეული ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფას, არჩევანის ფარულობის და ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვას.

საარჩევნო რეფორმის გათვალისწინებით, ინტენსიური სწავლება დაეთმო კენჭისყრის პროცესში ინტეგრირებული ელექტრონული აპარატების ფუნქციონალისა და მართვის საკითხებს. სიახლეებზე ელექტორატის ინფორმირების მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, კომისიების წევრებმა მიიღეს ინსტრუქტაჟი რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებისას ამომრჩევლებთან განსახორციელებელი კომუნიკაციის თაობაზე და ხმის მიცემის პროცედურებზე თანმიმდევრულად მისაცემი განმარტებების შესახებ.

სასწავლო შედეგზე ორიენტირებით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შეჯამების ჩათვლით, ყველა პროცედურულ საკითხზე სპეციალიზებული ცოდნა მიიღეს ეტაპობრივად, თემატურად შედგენილი პროგრამების ფარგლებში. ტრენინგები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით განხორციელდა. მოიცავდა როლურ თამაშებს, ელექტრონულ აპარატებთან მუშაობის მოდელირებას და კენჭისყრის პროცესის ეპიზოდურ ინსცენირებებს.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა 195-მა ტრენერმა ჯამურად უზრუნველყო 9 530 სატრენინგო სესიის ჩატარება, მათ შორის:

  • 7 205 სატრენინგო სესია - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება;
  • 2 325 სატრენინგო სესია - საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე ჩატარდება.

 

ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა - მიემართება საუბნო საარჩევნო კომისიებს, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება

სატრენინგო ეტაპი

სამიზნე ჯგუფი

სატრენინგო ეტაპზე დასწრების  მონაცემები

I ეტაპი

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი)

სტატისტიკა

II ეტაპი

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის სხვა წევრები

სტატისტიკა

დამატებითი  ეტაპი

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და კომისიის სხვა წევრები, ვინც არ დაესწრნენ ტრენინგების I ან/და II ეტაპს, ან შეიცვალნენ ტრენინგის მიმდინარეობისას

სტატისტიკა

III ეტაპი

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე), კომისიის სხვა წევრები და სპეცჯგუფის წევრები

სტატისტიკა

IV ეტაპი

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი)

სტატისტიკა

V ეტაპი

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი)

სტატისტიკა

ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა - მიემართება საუბნო საარჩევნო კომისიებს, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე გაიმართება

სატრენინგო ეტაპი

სამიზნე ჯგუფი

სატრენინგო ეტაპზე დასწრების  მონაცემები

I ეტაპი

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი)

სტატისტიკა

II ეტაპი

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები (კომისიის ხელმძღვანელი პირების გარდა)

სტატისტიკა

დამატებითი  ეტაპი

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და კომისიის სხვა წევრები, ვინც არ დაესწრნენ ტრენინგების I ან/და II ეტაპს, ან შეიცვალნენ ტრენინგის მიმდინარეობისას

სტატისტიკა

III ეტაპი

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის სხვა წევრები

სტატისტიკა

IV ეტაპი

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი)

სტატისტიკა

ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა - მიემართება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიებს (კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე გაიმართება)

სატრენინგო ეტაპი

სამიზნე ჯგუფი

სატრენინგო ეტაპზე დასწრების  მონაცემები

I ეტაპი

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) და კომისიის სხვა წევრები

სტატისტიკა

 

26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მოსამზადებელი ფაზის ფარგლებში, სწავლების ცენტრმა ასევე უზრუნველყო მასშტაბური საინფორმაციო-სასწავლო პროექტის განხორციელება 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიისთვის (სრული შემადგენლობით). დეტალურად იქნა განხილული საოლქო საარჩევნო კომისიის მანდატს მიკუთვნებული საკითხები, მათ შორის, არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტები, კანონმდებლობის ერთგვაროვნად გამოყენება, ზედამხედველობის მექანიზმები ქვემდგომი საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობაზე და მათი მნიშვნელობა.

საოლქო/საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების უზრუნველსაყოფად, დამატებითი რესურსის სახით სწავლების ცენტრმა შეიმუშავა:

საინფორმაციო-სასწავლო რესურსები მომზადდა არჩევნების სახეობის მიხედვით (საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის, საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის). ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, სახელმძღვანელო და სამახსოვრო ინსტრუქციები ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე (სომხური და აზერბაიჯანული ენები). საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების  ინფორმირების ხელშეწყობის მიზნით, სახელმძღვანელო ინსტრუქციები ასევე ითარგმნა ინგლისურ ენაზე.

ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული საინფორმაციო-სასწავლო პროექტები მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრატორების და ჩართული მხარეების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას, სიახლეებთან ადაპტაციას, კოლეგიალობასა და პროფესიონალიზმზე დაფუძნებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფას.