საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების დასკვნითი ეტაპი

17.10.2024
ბეჭდვა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული გადამზადების პროგრამა დასკვნით ეტაპზე გადადის.

სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ტრენინგების ფინალური ეტაპი საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი) ინტენსიურ პრაქტიკულ სწავლებას დაეთმობა.  

სესიები პროფილური მიმართულებების მიხედვით ჩატარდება:

  • 18-22 ოქტომბრის პერიოდში, თანმიმდევრულად განხორციელდება IV და V ეტაპის ტრენინგები, განკუთვნილი იმ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება (IV ეტაპის გრაფიკი, V ეტაპის გრაფიკი);
  • 20-22 ოქტომბრის პერიოდში, დასკვნითი IV ეტაპის ტრენინგები ჩატარდება იმ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე წარიმართება (IV ეტაპის გრაფიკი).

სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სპეციალიზებული პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები განიმტკიცებენ კენჭისყრის პროცესების მართვის პრაქტიკულ უნარებს და ცოდნას მანდატს მიკუთვნებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდება შემდეგ ძირითად ასპექტებზე: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო, საზედამხედველო და მაკონტროლებელი ფუნქციები კენჭისყრის პროცესში; ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; კენჭისყრის მიმდინარეობაზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების და პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა; საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეოგადაღების რეგულაციები; კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა და საჯაროობა; კენჭისყრის დღის განცხადებებზე/საჩივრებზე რეაგირება; არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები.

იმ საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების ტრენინგების პროცესში, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, მნიშვნელოვანი ადგილი ასევე დაეთმობა შეხსენებითი ხასიათის სესიას ელექტრონული აპარატების მუშაობის საკითხზე.

ამასთან, დასკვნითი ეტაპის ტრენინგებზე მონაწილეები გაეცნობიან სწავლების ცენტრის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის მომზადებულ სამახსოვრო ინსტრუქციებს, რომელთა გამოყენება გათვალისწინებულია კენჭისყრის დღეს. აღნიშნულ დამხმარე რესურსებში ფუნქციების შესაბამისად სისტემატიზირებულია კომისიის ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მიერ შესასრულებელი საქმიანობები, რაც მიზნად ისახავს ტრენინგებზე მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში ერთგვაროვნად გამოყენების და კენჭისყრის პროცესის ორგანიზებულად წარმართვის ხელშეწყობას. 

სამახსოვრო ინსტრუქციები არჩევნების სახეობის მიხედვით მოცემულია ბმულებზე:

  • რესურსი საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის
  • რესურსი 2024 წლის 26 ოქტომბრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის
  • რესურსი საკრებულოს 2024 წლის 26 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშწყობის მიზნით სწავლების ცენტრმა უზრუნველყო სამახსოვრო ინსტრუქციების თარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე (სომხური და აზერბაიჯანული ენები).

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia