საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრმა ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ოპერატორებთან მორიგი საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრა ჩაატარა

17.10.2024
ბეჭდვა

პროფილური გადამზადების განგრძობითი პროცესის ფარგლებში, სწავლების ცენტრმა ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ოპერატორებისთვის, 2024 წლის 16 ოქტომბერს, მორიგი საინფორმაციო-სასწავლო კურსი განახორციელა.

პროგრამის მიზანი საარჩევნო საკითხებზე მოქალაქეებთან ეფექტიანი და მყისიერი კომუნიკაციის პლატფორმის მხარდაჭერას უკავშირდება.  ამ მიმართებით მნიშვნელოვან როლს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი ასრულებს, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მუდმივ რეჟიმში ამომრჩევლების ინფორმირებას უზრუნველყოფს. 

სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებულ შეხვედრაზე მონაწილეებმა დამატებით გაიარეს ინსტრუქტაჟი კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ განსახორციელებელ საქმიანობაზე და მიიღეს ინფორმაცია იმ სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების პროცესში. ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ამომრჩევლებისთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი საარჩევნო სერვისები; ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის გარანტირებულობა; არჩევანის ფარულობის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვა; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს შექმნა და მხარდაჭერა; პროცესზე შეუფერხებელი დაკვირვების პირობების უზრუნველყოფა; კენჭისყრის წინასწარი შედეგების და შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა.

სწავლების ცენტრის მიერ ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ოპერატორებისთვის განხორციელებული ტრენინგები არჩევნებისთვის მოსამზადებელი მასშტაბური საინფორმაციო-სასწავლო პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
78910111213
141516
17
181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia