2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების ციკლი გრძელდება.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, 5-7 ოქტომბრის პერიოდში ტრენინგების დამატებითი ეტაპი ჩატარდა, რომელიც დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების იმ ხელმძღვანელი პირების და წევრების გადამზადებას, ვინც არ დაესწრნენ ტრენინგების I ან/და II ეტაპს, ან შეიცვალნენ ტრენინგების მიმდინარეობისას. 8 ოქტომბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადების III ეტაპი იწყება.
პროფილური სატრენინგო პროგრამების ფარგლებში, საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე) და წევრები, გუნდური მუშაობის პრინციპზე დაფუძნებით, განიმტკიცებენ კენჭისყრის პროცესების მართვის უნარებს და გაიღრმავებენ პრაქტიკულ ცოდნას სახელმძღვანელო სტანდარტების შესახებ, რომლის ერთგვაროვნად შესრულება არსებითია ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად. მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის ასპექტებზე.
სწავლების პროცესში, მათ შორის, ყურადღება გამახვილდება კენჭისყრის დღეს პროცედურული რისკების იდენტიფიცირების საკითხებზე, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ მათზე რეაგირების მექანიზმებსა და ამ მიმართებით შესაბამისი ფუნქციების შესრულების ტექნიკაზე. ამასთან, კეთებით სწავლების ფორმატში მონაწილეები განახორციელებენ ეპიზოდურ ინსცენირებებს - მთვლელების მიერ საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება, დათვლა და დალუქვა. ამ ნაწილში დეტალურად განიხილება ცესკოს 2024 წლის 5 ოქტომბრის სხდომაზე მიღებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ელექტრონული არჩევნებისთვის დაზუსტდა საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი და საარჩევნო ბიულეტენების ნამდვილობის/ბათილობის საკითხები.
საქართველოს პარლამენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნებისთვის, ასევე, სამტრედიისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სატრენინგო პროგრამები წარიმართება პროცედურული სპეციფიკების გათვალისწინებით,
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები III ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 8 - 19 ოქტომბრის პერიოდში. გრაფიკები ხელმისაწვდომია ბმულებზე:
სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის წევრები, ასევე, სპეცჯგუფის წევრები.
სამიზნე აუდიტორია: საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის წევრები.
გრაფიკებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.