საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დისტანციური კურსი „საარჩევნო კამპანია და ადმინისტრაციული რესურსი - საარჩევნო პროცესებში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და რეაგირება დარღვევებზე“

23.09.2024
ბეჭდვა

საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამოქალაქო საარჩევნო ცნობიერების განმტკიცებაზე ორიენტირებული პროექტები გრძელდება.  

საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე, ცესკომ და სწავლების ცენტრმა განაახლა საჯარო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო-სასწავლო კურსი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას საჯარო უწყებებში ადმინისტრაციული რესურსებისა და თანამდებობრივი/სამსახურებრივი  მდგომარეობის არამართლზომიერად გამოყენების პრევენციის მიზნებისთვის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. 

საინფორმაციო-სასწავლო კურსი დისტანციურ ფორმატშია მომზადებული და განთავსებულია სწავლების ცენტრის ვებგვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე https://electiontraining.cec.gov.ge/. აღნიშნული რესურსი საჯარო მოსამსახურეებს, ასევე, სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, დროსა და სივრცეში შეუზღუდავად ანიჭებს თემატურ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას. კურსში განხილულია შემდეგი ძირითადი მოდულები:

  • საჯარო მოსამსახურეების როლი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესში
  • საჯარო მოსამსახურის უფლებრივი მდგომარეობა საარჩევნო პროცესებში
  • საჯარო მოსამსახურის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის წარმოება, აგიტაციაში მონაწილეობა - დაშვებები და შეზღუდვები
  • საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - დაშვებები და შეზღუდვები
  • საერთაშორისო სტანდარტები საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვებთან დაკავშირებით
  • საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის არამართლზომიერად გამოყენების პრევენცია და დარღვევებზე რეაგირება

ელექტრონულ სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებული ტესტური დავალებების ბლოკი ქმნის თემატურ საარჩევნო საკითხებზე ცოდნის გადამოწმების დამატებით რესურსს. ტესტირების პროცესის წარმატებით გავლის შემდგომ მომხმარებელი იღებს ელექტრონულ სერტიფიკატს.

საჯარო მოსამსახურეების საინფორმაციო-სასწავლო პროგრამაში ჩართულობისა და სასწავლო რესურსის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო უწყებებში, ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეზე, დაყვანის ხელშეწყობის მიზნით, ცესკო და სწავლების ცენტრი ნაყოფიერად თანამშრომლობს საჯარო სამსახურის ბიუროსთან და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასთან.

ცესკომ და სწავლების ცენტრმა საჯარო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო-სასწავლო პროექტი პირველად 2020 წელს ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით განახორციელა. საჯარო მოსამსახურეების მაღალი ინტერესის პირობებში, 2020-2021 წლებში პროგრამაში მონაწილეობა 30 000-მდე პირმა მიიღო.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia