2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების ციკლი გრძელდება.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ტრენინგების I ეტაპი, ქვეყნის მასშტაბით, 14-22 სექტემბრის პერიოდში განხორციელდა, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების გადამზადებას დაეთმო. ტრენინგების II ეტაპი 24 სექტემბრიდან იწყება. სესიები პროფილური მიმართულებების მიხედვით ჩატარდება.
სპეციალიზებული პროგრამის ფარგლებში, რომელიც შემუშავებულია საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით კენჭისყრის პროცესის წარმართვის საკითხზე, საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები (კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე) და კომისიის რიგითი წევრები (თითო კომისიიდან 16 წევრი) გაივლიან ინტენსიურ სწავლებას შემდეგ ძირითად საკითხებზე:
საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების პრაქტიკული უნარების განმტკიცება საარჩევნო ელექტრონული აპარატების მართვის ნაწილში; რეგისტრატორის მიერ შესასრულებელი ძირითადი ფუნქციების მიმოხილვა, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებთან მუშაობის პრაქტიკული სწავლება, ამომრჩევლისთვის ერთგვაროვანი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო ბიულეტენის შევსების და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენების წესის შესახებ; ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის მეშვეობით საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების ტექნიკის პრაქტიკული სწავლება და კომისიის მანდატის ფარგლებში არჩევანის ფარულობის დაცვის უზრუნველყოფა.
სპეციალიზებული პროგრამა, რომელიც შემუშავებულია საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენების გარეშე კენჭისყრის პროცესის წარმართვის საკითხზე, ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის რიგითი წევრების (თითო კომისიიდან 14 წევრი) გადამზადებას, შემდეგ ძირითად საკითხებზე:
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის კენჭისყრის დღეს შესასრულებელი ფუნქციების განაწილების პროცედურა და მათი შესრულების ტექნიკა; ამომრჩევლის კვალიფიციურ სერვისზე ორიენტირებით კენჭისყრის პროცესის წარმართვა საარჩევნო უბანზე და გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით; კომისიის მანდატის ფარგლებში ამომრჩეველთან კომუნიკაციის პროცესში ერთგვაროვანი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესის შესახებ; ამომრჩევლის არჩევანის ფარულობის დაცვის უზრუნველყოფა.
საარჩევნო ადმინისტრატორების სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის ასპექტებზე, ამ მიმართებით ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებულ სერვისებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ შესასრულებელ ფუნქციებზე.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები II ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 24 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულებზე:
გრაფიკებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.