საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრმა საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

25.06.2024
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია საარჩევნო პროცესში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა ახალგაზრდებისთვის და  მათი აქტიურ, ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. 

ამ ეტაპზე საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის ეროვნული ასოციაციის  ინიციატივით, თბილისში, 2024 წლის 22 ივნისს ჩატარდა. მასში მონაწილეობა ასოციაციის ბენეფიციარმა 22-მა სტუდენტმა მიიღო.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ გახსნა, რომელმაც საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების დადებით ასპექტებსა და არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციებზე ისაუბრა. მონაწილეებს ასევე სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ბერულავა მიესალმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და არჩევნებში თითოეული ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის საკითხებზე.

სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო კურსის ფარგლებში ახალგაზრდებს გააცნეს ელექტრონული აპარატებით კენჭისყრის ჩატარების სიახლეები და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისები. შეხვედრა პრაქტიკული სწავლების ფორმატით წარიმართა, სტუდენტებმა ელექტრონული აპარატების  გამოყენებით იმიტირებული კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა.

ახალგაზრდებთან განგრძობითი ხასიათის კამპანია ეხმიანება ცესკოს და სწავლების ცენტრის საქმიანობის სტრატეგიულ პრიორიტეტს, რაც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასა და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

ვიდეო გალერეა

სწავლების ცენტრმა საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
1920
21
22232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia