საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების მორიგი გამოცდისთვის მზადება იწყება

02.07.2024
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების მორიგი გამოცდისთვის მზადება დაიწყო.

სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.

სწავლების ცენტრი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდების ჩატარებას 11 მუნიციპალიტეტში მოქმედ საგამოცდო ცენტრებში უზრუნველყოფს: თბილისი (2 საგამოცდო ცენტრი), თელავი, რუსთავი, გორი, ახალციხე, ტყიბული, ქუთაისი, ზესტაფონი, ოზურგეთი, სენაკი, ბათუმი.

გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 25-31 ივლისი. აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდაზე დარეგისტრირდნენ დისტანციურად, ან გამოცდის სამდივნოების მეშვეობით. დისტანციური რეგისტრაციის ბმული, ასევე საგამოცდო ცენტრებისა და გამოცდის სამდივნოების მისამართები სწავლების ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება ამავე თარიღებში.

გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით წარიმართება. თითოეული გამოსაცდელისთვის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ავტომატურად შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, სერტიფიკატის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები ხელმისაწვდომია ბმულზე.

მოქალაქეთა საყურადღებოდ

სწავლების ცენტრი მოქალაქეებს სთავაზობს შესაძლებლობას, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდისთვის უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი კურსი, რომელიც ეფუძნება საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ტესტების შინაარსობრივ განხილვას და პრაქტიკულ დავალებებს. მოსამზადებელი კურსის განხორციელება გათვალისწინებულია 2024 წლის 15-19 ივლისის პერიოდში (სამუშაო საათებში). კურსის სრული ხანგრძლივობაა 5 დღე (დღეში 2.00 საათი), ჩატარდება დისტანციურად (zoom პლატფორმის გამოყენებით).

სერტიფიცირების გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის გავლის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ რეგისტრაცია უნდა გაიაროს 2024 წლის 25 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით პერიოდში დისტანციურად, შესაბამის ბმულზე (24 საათიან რეჟიმში).

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia