კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის პროცესის მხარდასაჭერად, სწავლების ცენტრმა ცესკოსთან პარტნიორობით, 2024 წლის 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით პერიოდში, საინფორმაციო-სასწავლო პროექტი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ განახორციელა. აღნიშნული ინიციატივა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება და საარჩევნო რეფორმის შესაბამისად მიზნად ისახავს საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური საკადრო რესურსის გადამზადებას.
პროექტი ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩატარდა. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა სწავლება პროფილურად შერჩეული კურსის მიხედვით გაიარეს:
პროფილური მიმართულებების შესაბამისად, მონაწილეებმა მიიღეს სპეციალიზებული ცოდნა შემდეგ ძირითად საკითხებზე: საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები; ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა და საარჩევნო აპარატების გამოყენებით კენჭისყრის პროცესში შშმ ამომრჩევლების დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა.
სასწავლო პროგრამაში მნიშვნელოვანი აქცენტები საარჩევნო პროცესში ინტეგრირებულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე გაკეთდა. მონაწილეებმა, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესაბამისად, აპარატების ფუნქციონალი შეისწავლეს და ამ მიზნით, კენჭისყრის პროცედურების ეპიზოდური ინსცენირებების ფორმატში, განახორციელეს ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების და კენჭისყრის წინასწარი შედეგების გადაცემისთვის განკუთვნილი პლანშეტური კომპიუტერების მართვა.
პროექტში მონაწილეობა მიიღო 16514-მა მოქალაქემ (ქალი-13502; კაცი-3012). ბენეფიციართაგან სრული კურსის გავლის სერტიფიკატი გადაეცემა 16392 პირს (ქალი-13424; კაცი-2968), აქედან პროფილური მიმართულებების მიხედვით:
„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ 170-მა ტრენერმა ჩაატარა. ტრენერთა გადამზადება სწავლების ცენტრმა უზრუნველყო, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობით.