საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო სიახლეების გაცნობის მიმართულებით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

16.05.2024
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით საინფორმაციო-სასწავლო კამპანიას აგრძელებს.  ამჯერად შეხვედრა ქალაქ თბილისის №203-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა, დაწესებულება სმენის არმქონე და სმენადაზიანებულ ბავშვთა სწავლებაზეა სპეციალიზებული.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა შეხვედრის გახსნის ნაწილში საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან (XI-XII კლასი) საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები განიხილეს, რაც უკავშირდება ამომრჩევლებისთვის შეთავაზებულ სერვისებსა და საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების სიახლეებს. 

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სემინარს „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“, რომლის ფარგლებშიც სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა სკოლის მოსწავლეებს გააცნო საქართველოს არჩევნების ისტორია, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების სტანდარტები, ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზების გარანტიები, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა და ხელშემწყობი პირობები. მეტი თვალსაჩინოებისთვის მოსწავლეები უშუალოდ ჩაერთნენ საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის სიმულაციაში.

მიმდინარე საინფორმაციო კამპანია მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც პირველად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

ცესკო და სწავლების ცენტრი გულითად მადლობას უხდის ქალაქ თბილისის №203-ე საჯარო სკოლის დირექციასა და მოსწავლეებს პროექტში მონაწილეობისთვის.

ვიდეო გალერეა

საარჩევნო სიახლეების გაცნობის მიმართულებით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia