საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

იწყება სასწავლო პროექტი საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრების გადასამზადებლად

02.05.2024
ბეჭდვა

კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის პროცესის მხარდასაჭერად, ცესკო და სწავლების ცენტრი 2024 წლის 8 მაისიდან იწყებს საინფორმაციო-სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ განხორციელებას. აღნიშნული ინიციატივა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება და საარჩევნო რეფორმის შესაბამისად მიზნად ისახავს საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური საკადრო რესურსის გადამზადებას.

პროექტის განხორციელების არეალი მასშტაბურია, ჩატარდება 64-ვე მუნიციპალიტეტში. საინფორმაციო-სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად 20 700-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.

მონაწილეები, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, სწავლებას პროფილურად გაივლიან, ერთ-ერთი შერჩეული კურსის მიხედვით:

  • კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის;
  • კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური ხელმძღვანელი პირებისთვის.

პროფილური მიმართულებების შესაბამისად, მონაწილეები მიიღებენ სპეციალიზებულ ცოდნას შემდეგ ძირითად საკითხებზე: საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები; ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა და საარჩევნო აპარატების გამოყენებით კენჭისყრის პროცესში შშმ ამომრჩევლების დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა.

პროგრამა პრაქტიკული სწავლების კომპონენტს ეფუძნება, მონაწილეები საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესაბამისად აპარატების ფუნქციონალს შეისწავლიან და ამ მიზნით სატრენინგო რეჟიმში განახორციელებენ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების, კენჭისყრის წინასწარი შედეგების გადაცემისთვის განკუთვნილი პლანშეტური კომპიუტერების მართვას.

„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებს“ 170 ტრენერი 2024 წლის 8 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით პერიოდში ჩაატარებს. ტრენერთა გადამზადება სწავლების ცენტრმა უზრუნველყო, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) პარტნიორობით.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
1617
18
19202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia