საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური ხელმძღვანელი პირებისა და წევრებისთვის

12.04.2024
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი, საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში იწყებს საინფორმაციო-სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ განხორციელებას.

პროექტი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ასახულ რეკომენდაციებს ეხმიანება და საარჩევნო რეფორმის შესაბამისად მიზნად ისახავს საარჩევნო ტექნოლოგიურ სიახლეებზე საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური საკადრო რესურსის გადამზადებას, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ კვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრატორების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.

სწავლების ცენტრის მიერ განახლებული კონცეფციით „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ ორი პროფილური მიმართულებით ჩატარდება:

  • კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის - განხორციელდება 2024 წლის 8 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით პერიოდში (ხანგრძლივობა ერთ დღე).
  • კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური ხელმძღვანელი პირებისთვის - განხორციელდება 2024 წლის 14 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით პერიოდში (ხანგრძლივობა ორი დღე).

მონაწილეები, პროფილური მიმართულებების შესაბამისად, მიიღებენ სპეციალიზირებულ ცოდნას შემდეგ ძირითად საკითხებზე: საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების მოდერნიზაციის ტენდენციები; ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება; ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზება, ფარულობა და დაცულობა კენჭისყრის პროცესში; ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობა და საარჩევნო აპარატების გამოყენებით კენჭისყრის პროცესში შშმ ამომრჩევლების დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა. კურსებს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები ჩაატარებენ.

ინფორმაცია პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის:

საინფორმაციო-სასწავლო კურსის გავლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოქალაქეს პროექტში რეგისტრაციის დაწყების მომენტისთვის უდასტურდება შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი;

ბ) მოქალაქე ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი;

გ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში;

დ) მოქალაქე, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში.

პროექტში რეგისტრაციის პროცედურა:

  • პროექტში მონაწილეობის მსურველს შეუძლია დარეგისტრირდეს საინფორმაციო-სასწავლო კურსის მხოლოდ ერთ პროფილურ მიმართულებაზე (კურსზე - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის, ან კურსზე - საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური ხელმძღვანელი პირებისთვის).
  • პროექტში მონაწილეობის მსურველი საინფორმაციო-სასწავლო კურსის შესაბამის პროფილურ მიმართულებაზე უნდა დარეგისტრირდეს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით 2024 წლის 15 აპრილიდან 22 აპრილის 24:00 სთ-მდე (დასვენების დღეების ჩათვლით); შევსებულ აპლიკაციას თან უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ფოტო ასლი.
  • პროექტში მონაწილეობის მსურველს აქვს ასევე შესაძლებლობა, საინფორმაციო-სასწავლო კურსის შესაბამის პროფილურ მიმართულებაზე რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი აპლიკაცია და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტო ასლი წარადგინოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში (ცხრილში მითითებულ მისამართზე), 2024 წლის 15 აპრილის 10:00 საათიდან 22 აპრილის 18:00 საათამდე (დასვენების დღეების გარდა):

საოლქო საარჩევნო კომისია

დოკუმენტაციის წარდგენა მატერიალური ფორმით - მისამართზე

შესარჩევ მონაწილეთა საორიენტაციო რაოდენობის  ფარგლები საინფორმაციო-სასწავლო კურსის პროფილური მიმართულებების მიხედვით

კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის

კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური ხელმძღვანელი პირებისთვის

№1 მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, შიო მღვიმელის ქ. №1

170

102

№2 ვაკის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას №32

350

210

№3 საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას №32

455

273

№4 კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, შიო მღვიმელის ქ. №1

105

63

№5 ისნის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, ნოსირის ქ. №4

285

171

№6 სამგორის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, მუხიანი, მე-3 მ/რ, კორპ. №23

360

216

№7 ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, ჯავახიშვილის №51

205

123

№8 დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, აღმაშენებლის გამზირი №140ა

200

120

№9 ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, სარაჯიშვილის №1

405

243

№10 გლდანის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თბილისი, მუხიანის მე-3 მ/რ, კორპ. 23

375

225

№11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. საგარეჯო, ერეკლე II-ს №68

75

45

№12 გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. გურჯაანი, რუსთაველის №18

180

108

№13 სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. სიღნაღი, აღმაშენებლის №19

95

57

№14 დედოფლისწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. დედოფლისწყარო, რუსთაველის №29

45

27

№15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ლაგოდეხი, ზაქათალას №44

105

63

№16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ყვარელი, ჭავჭავაძის №34

115

69

№17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თელავი, დავითაშვილის №2

165

99

№18 ახმეტის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის №50

95

57

№19 თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. თიანეთი, რუსთაველის №54

35

21

№20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. რუსთავი, ფიროსმანის №19

285

171

№21 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №36

95

57

№22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მარნეული, რუსთაველის №69

205

123

№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბოლნისი, აღმაშენებლის №68

205

123

№24 დმანისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. დმანისი, წმინდა ნინოს №39

135

81

№25 წალკის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. წალკა, კოსტავას №50

85

51

№26 თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თეთრიწყარო, ჭავჭავაძის ქ. №2

65

39

№27 მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მცხეთა, აღმაშენებლის №51

120

72

№28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. დუშეთი,მ. კოსტავას №23

100

60

№29 ყაზბეგის საოლქო საარჩევნო კომისია

ყაზბეგი, აღმაშენებლის №9

35

21

№30 კასპის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. კასპი, კოსტავას №16

130

78

№32 გორის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. გორი, სამების №1

340

204

№33 ქარელის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ქარელი, თამარ მეფის №24

135

81

№35 ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ხაშური, კოსტავას №7

145

87

№36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბორჯომი, წმინდა ნინოს №11

80

48

№37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ახალციხე, კეცხოველის ქ. №6

130

78

№38 ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. ადიგენი, არტემ ბალახაშვილის №19

75

45

№39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ასპინძა, ერეკლე II №6

45

27

№40 ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ახალქალაქი, ჯავახიშვილის №2

140

84

№41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ნინოწმინდა, თავისუფლების №23

95

57

№43 ონის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ონი, ქაფიანიძის ქ. №90

25

15

№44 ამბროლაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ამბროლაური, აღმაშენებლის №24

65

39

№45 ცაგერის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ცაგერი, რუსთაველის №39

50

30

№46 ლენტეხის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ლენტეხი, თამარ მეფის №31

20

12

№47 მესტიის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მესტია, თამარ მეფის №14

20

12

№48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. ხარაგაული, 9 აპრილის ქ. №46

90

54

№49 თერჯოლის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. თერჯოლა, რუსთაველის №117

120

72

№50 საჩხერის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. საჩხერე, მაჭავარიანის №41

210

126

№51 ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ზესტაფონი, წერეთლის ქ. №5

210

126

№52 ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბაღდათი, სააკაძის №5

105

63

№53 ვანის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ვანი, თავისუფლების ქ. №63

105

63

№54 სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. სამტრედია, რესპუბლიკის ქ. №6

150

90

№55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ხონი, კაკაბაძის №2

105

63

№56 ჭიათურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ჭიათურა, ნინოშვილის №5ა

215

129

№57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ტყიბული, თაბუკაშვილის №8

80

48

№58 წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. წყალტუბო, ყაზბეგის №2ა

150

90

№59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ №31

355

213

№60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ოზურგეთი, დოლიძის №1

205

123

№61 ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ლანჩხუთი, ჟორდანიას №76

125

75

№62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ჩოხატაური, დუმბაძის №35

100

60

№63 აბაშის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. აბაშა, ჯორჯიკიას ქუჩა

95

57

№64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. სენაკი, რუსთაველის №221

155

93

№65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. მარტვილი, გამსახურდიას №4

140

84

№66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ხობი, ცოტნე დადიანის №185

95

57

№67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ზუგდიდი, თავისუფლების №26

310

186

№68 წალენჯიხის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. წალენჯიხა, სალიას №3

100

60

№69 ჩხოროწყუს საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ჩხოროწყუ, კოსტავას №22

80

48

№70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ფოთი, 26 მაისის ქ. №7

115

69

№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. №27

440

264

№80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. ქედა, წერეთლის ქ. №2

105

63

№81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ქობულეთი, მემედ აბაშიძის №10

280

168

№82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისია

დ. შუახევი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. №2

95

57

№83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია

ქ. ბათუმი, ტაოს ქ. №1

185

111

№84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია

დ. ხულო, ტბელ აბუსერიძის №9

145

87

 

პროექტისთვის მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ იმ აპლიკანტებს, რომელთაც აქვთ საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის/წევრის სერტიფიკატი, ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებულ სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის სერტიფიკატი. ამასთან, გათვალისწინებული იქნება გენდერული ბალანსი და საოლქო საარჩევნო კომისიების მიხედვით ზემოაღნიშნულ ცხრილში მოცემული მონაწილეთა საორიენტაციო რაოდენობის ფარგლები.

შენიშვნა:

  • აპლიკაცია, რომელიც წარმოდგენილია ვადის დარღვევით, არასრულად, ან რომელშიც მონიშნულია ერთზე მეტი პროფილური მიმართულება, არ განიხილება.
  • საინფორმაციო-სასწავლო კურსი განხორციელდება პროფილური მიმართულებების მიხედვით განსაზღვრულ თარიღებში:
  • კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური წევრებისთვის - 2024 წლის 8 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით პერიოდში (კურსის ხანგრძლივობა ერთი დღე).
  • კურსი საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციური ხელმძღვანელი პირებისთვის - 2024 წლის 14 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით პერიოდში (კურსის ხანგრძლივობა ორი დღე). 
  • პროექტში მონაწილეობისთვის შერჩეული პირების კურსზე მოწვევა განხორციელდება არაუგვიანეს 2024 წლის 2 მაისისა. მონაწილეების ინფორმირება კურსის დაწყების დაზუსტებული თარიღის და დროის თაობაზე, ასევე, პროექტის საჭიროებებიდან გამომდინარე მონაწილეებთან შემდგომი კომუნიკაცია განხორციელდება სააპლიკაციო ფორმაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე შეტყობინებების გაგზავნის ფორმით ან სატელეფონო კომუნიკაციის ფორმით.
  • მონაწილეები საინფორმაციო-სასწავლო კურსს გაივლიან სააპლიკაციო ფორმაში მითითებული საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე განთავსებულ დარბაზში.
  • მონაწილეთა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯი არ ანაზღაურდება.
  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia