საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შეხვედრა ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან

19.03.2024
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) დირექტორი ნათია ზაალიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს საარჩევნო პროგრამის კოორდინატორს ფრანკ დეშლერს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და პროექტების მხარდაჭერის სამმართველოს უფროსს ლირი კოპაჩი დი მიშელს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს, იმსჯელეს ევროპის საბჭოს  მხარდაჭერით ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. 

ცესკოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს პარტნიორობისა და საარჩევნო პროცესების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. გიორგი კალანდარიშვილმა მათ ასევე გააცნო ინფორმაცია 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ და აღნიშნა, რომ ცესკო აქტიურად ემზადება პარლამენტის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად. ინტენსიურად გრძელდება ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანია და საგანმანათლებლო პროექტები. მან ასევე ისაუბრა საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგებისა და სხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მხარდაჭერა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას.

სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა საარჩევნო სწავლებების სტანდარტიზაციის ეფექტიანობაზე ისაუბრეს. ფრანკ დეშლერმა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოში და სხვა ქვეყნებში მოქმედი წარმატებული საარჩევნო სასწავლო ცენტრების როლის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ამ ჭრილში მხარეებმა საარჩევნო სასწავლო ცენტრებსა და საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia