საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

11.03.2024
ბეჭდვა

მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ასოციაცია „ანიკაში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის მარტივად წასაკითხ ფორმატში შემუშავებული არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევის მიხედვით შექმნილი სასწავლო მოდული განიხილეს.

სასწავლო მოდული საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ შეიქმნა. მოდული შემდგომში გამოყენებული იქნება მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მხარდაჭერის მიმღები პირების კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ სასწავლო - საინფორმაციო კურსის ჩატარებისთვის.  აღნიშნული აქტივობა საარჩევნო ადმინისტრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული.

დღევანდელ შეხვედრას ცესკოს სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი, სწავლების ცენტრის დირექტორი და წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა ასევე განიხილეს მხარდაჭერის მიმღები პირების მონაწილეობით ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გასამართი იმიტირებული კენჭისყრის ორგანიზებისთვის გასათვალისწინებელი საკითხები.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia