საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საჯარო სკოლებში საინფორმაციო-სასწავლო კურსის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განხორციელება დაიწყო

13.02.2024
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში განლაგებულ 353 საჯარო სკოლაში საინფორმაციო-სასწავლო კურსს „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ახორციელებს.

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობას. საარჩევნო რეფორმის გათვალისწინებით განახლებული პროგრამის ფარგლებში XI-XII კლასის მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას არჩევნების მოდერნიზაციისა და ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ, კენჭისყრის პროცესის საარჩევნო ტექნოლოგიებით (აპარატებით) ჩატარების სიახლეებსა და ამომრჩევლებისთვის დანერგილი საარჩევნო სერვისების თაობაზე.

საჯარო სკოლებში საინფორმაციო-სასწავლო კურსის ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 101 ტრენერი უზრუნველყოფს. ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის და ხმის მიცემის პროცესის პრაქტიკული ასპექტების განხილვის მიზნებისთვის, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრის იმიტირებულ პროცესში.

ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილი პროექტის ჩატარება გათვალისწინებულია 2024 წლის 12-29 თებერვლის ჩათვლით პერიოდში.

პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება. დღემდე საინფორმაციო-სასწავლო კურსი 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 1353 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 26 000-მდე მოსწავლემ გაიარა.

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ნოემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456789
10111213141516
17
18
1920212223
24252627282930
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia