საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2023 წლის 27 დეკემბერს გამოცხადებული საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდა

06.02.2024
ბეჭდვა

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები დასრულდა.

მოქალაქეებს 8 მუნიციპალიტეტში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურა. გამოცდის ჩაბარების მსურველებს საშუალება ჰქონდათ აერჩიათ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოქმედი საგამოცდო ცენტრი: თელავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, თეთრიწყარო, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა.

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნებისთვის, სწავლების ცენტრმა უზრუნველყო საგამოცდო ტესტების თარგმნა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე. გამოცდა ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე ჩატარდა.

გამოცდაზე ჯამურად რეგისტრირებული 1689 მოქალაქიდან საგამოცდო ცენტრებში 1266 გამოსაცდელი გამოცხადდა. გამოცდის ჩაბარების შედეგების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიკატი 1245-მა პირმა მიიღო (ქალი-536; კაცი-709). საგამოცდო ცენტრების მიხედვით დამუშავებული დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე.

საგამოცდო ცენტრებში გამოცდის მიმდინარეობას აკვირდებოდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - 8 დამკვირვებლით.

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდები, მიმდინარე წლის 29 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, განახორციელა.

19 თებერვლიდან გათვალისწინებულია საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა სერტიფიცირების გამოცდების ჩატარება (რეგისტრაციის წესი და გამოცდის შესახებ სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე).

  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივლისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
 123456
7
8
910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia