2023 წლის 7 დეკემბერს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები დასრულდა. სერტიფიცირების მიზანს საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა წარმოადგენს, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.
წელს პირველად, აღნიშნული გამოცდების ჩატარების ტერიტორიული არეალი გაიზარდა და მოქალაქეებს 12 მუნიციპალიტეტში გახსნილი 13 საგამოცდო ცენტრი მოემსახურა. გამოცდის ჩაბარების მსურველებს საშუალება ჰქონდათ აერჩიათ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოქმედი საგამოცდო ცენტრი: თბილისი (2 ლოკაცია), თელავი, რუსთავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ტყიბული, ქუთაისი, ზესტაფონი, ოზურგეთი, სენაკი ან ბათუმი.
საგამოცდო ცენტრებში ჯამურად რეგისტრირებული 1773 მოქალაქიდან 1252 გამოსაცდელი გამოცხადდა. გამოცდის ჩაბარების შედეგების მიხედვით სერტიფიკატი 1000-მა პირმა (80%) მიიღო (ქალი - 741; კაცი - 259). საგამოცდო ცენტრების მიხედვით დამუშავებული დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდები, მიმდინარე წლის 4-7 დეკემბრის პერიოდში, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, განახორციელა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |