საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების კურსის წარმატებით დასრულებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს სერტიფიკატები გადაეცათ

22.11.2023
ბეჭდვა

სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების კურსის წარმატებით დასრულებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის  წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიება 21 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს სერტიფიკატები ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და უსაფრთხოების აკადემიის სასწავლო ცენტრის დირექტორმა დავით მაზმიშვილმა გადასცეს.

როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია თანამშრომლებისათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა. ამ მიზნით, ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის  დაიგეგმა და  განხორციელდა სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგები.

„ჩვენ ყველა კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა მნიშვნელოვანია ეს სწავლება, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს ორგანიზაციული კულტურის განვითარებას, ხელშეწყობასა და ჩამოყალიბებას, მეორე მხრივ კი ადასტურებს, რომ შრომის უსაფრთხოება პრიორიტეტული მიმართულებაა უწყებაში და ჩვენს საქმიანობაში. შესაბამისად ამ კუთხით ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა  ცესკოს თავმჯდომარემ.

სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგის წარმატებით დასრულებისთვის დღეს სერტიფიკატი ცესკოს აპარატის, სწავლების ცენტრისა და საოლქო საარჩევნო კომისიების 155 წარმომადგენელს გადაეცა. შესაბამისი სასწავლო კურსი მათ ეტაპობრივად, მიმდინარე წლის მაისი-ოქტომბრის პერიოდში გაიარეს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia