საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მზადება იწყება

03.11.2023
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა (სწავლების ცენტრი) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მზადება დაიწყო.

სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად.

წელს პირველად, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები საქართველოს მასშტაბით გახსნილ 13 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოქმედი საგამოცდო ცენტრი: თბილისი, თელავი, რუსთავი, მცხეთა, გორი, ახალციხე, ტყიბული, ქუთაისი, ზესტაფონი, ოზურგეთი, სენაკი, ბათუმი.

სასერტიფიკაციო გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადად განსაზღვრულია 2023 წლის 21-27 ნოემბერი. აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გამოცდაზე დარეგისტრირდეს დისტანციურად ან გამოცდის სამდივნოების მეშვეობით. დისტანციური რეგისტრაციის ბმული სწავლების ცენტრის საიტზე განთავსდება და გააქტიურდება მიმდინარე წლის 21 ნოემბერს. ამავე თარიღში გამოქვეყნდება საგამოცდო ცენტრებისა და გამოცდის სამდივნოების მისამართები.

გამოცდები დაიწყება 2023 წლის 4 დეკემბრიდან და ჩატარდება სწავლების ცენტრის მიერ განახლებული ტესტებით. საგამოცდო საკითხები დამტკიცებულია ცესკოს 2023 წლის 13 ივნისის N136/2023 განკარგულებით და უცვლელი ფორმით გამოიყენება სერტიფიცირების პროცესში. გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით წარიმართება. თითოეული გამოსაცდელისთვის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ავტომატურად შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, სერტიფიკატის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.

სწავლების ცენტრი მოქალაქეებს ასევე სთავაზობს შესაძლებლობას საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის უფასოდ გაიარონ მოსამზადებელი სასწავლო კურსი, რომელიც ეფუძნება საგამოცდო პროგრამით განსაზღვრული ტესტების შინაარსობრივ განხილვას და პრაქტიკულ დავალებებს. მოსამზადებელი კურსის გავლის სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ გამოცდაზე რეგისტრაციის ელექტრონულ პროგრამაში დამატებით უნდა მონიშნოს შესაბამისი თანხმობის ველი (21-27 ნოემბერი).

სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების გაცნობის მიზნით ეწვიეთ ბმულს:

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულება

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia