საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საჯარო სკოლებში საინფორმაციო-სასწავლო კურსის „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განხორციელება დაიწყო

26.10.2023
ბეჭდვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი), 2023 წლის 26 ოქტომბრიდან საჯარო სკოლებში განახორციელებს საინფორმაციო-სასწავლო კურსს „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობას. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის იმპლემენტაცია გათვალისწინებულია საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში განლაგებულ 300-ზე მეტ საჯარო სკოლაში.

ახალგაზრდების ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბების კომპლექსური ამოცანის შესაბამისად განახლდა სასწავლო პროგრამა. XI-XII კლასის მოსწავლეები სხვადასხვა საარჩევნო საკითხის განხილვისას მიიღებენ ინფორმაციას არჩევნების მოდერნიზაციის შესახებ, კენჭისყრის პროცესის ელექტრონული აპარატებით ჩატარების სიახლეებზე და ამომრჩევლებისთვის დანერგილი საარჩევნო სერვისების თაობაზე, ასევე განიხილავენ ამომრჩეველთა ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გამოყენების წესს და ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას.

თეორიულ საკითხებთან ერთად მოსწავლეები გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას. გაიმართება ხმის მიცემის იმიტირებული პროცესები, რაც ახალგაზრდებში გააძლიერებს მოტივაციას, უფრო მეტად დაინტერესდნენ საარჩევნო პროცესებით და გახდნენ აქტიური მონაწილეები.

საინფორმაციო-სასწავლო კურსი „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ საჯარო სკოლებში 2023 წლის 26 ოქტომბრიდან - 6 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. პროექტის განხორციელებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 109 ტრენერი უზრუნველყოფს.

პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ხორციელდება. დღემდე საინფორმაციო-სასწავლო პროგრამა 64 მუნიციპალიტეტში განლაგებული 1038 საჯარო სკოლის XI-XII კლასის 19000-მდე მოსწავლემ გაიარა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia