საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები

17.09.2023
ბეჭდვა

საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდების პირველი ეტაპი დასრულდა.

გამოცდები 2023 წლის 11 სექტემბერიდან დაიწყო. პროცესის ორგანიზების მიზნით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა კომპლექსური სამუშაოები ჩაატარა. გამოცდაზე რეგისტრაციისა და შემდგომ გამოცდის მიმდინარეობისას მოქალაქეებს 16 მუნიციპალიტეტში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურა. უწყვეტად ფუნქციონირებდა საგამოცდო ცენტრი სტიქიის ზონაში, ქ. ოზურგეთში მოქმედმა სამდივნომ გამოცდაზე 243 პირი მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს, რომლებმაც ფორსმაჟორული სიტუაციის გათვალისწინებით ვერ მიიღეს მონაწილეობა მიმდინარე გამოცდებზე, შესაძლებლობა ექნებათ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების გამოცდა ჩააბარონ მეორე ეტაპზე, რომლის ჩატარება ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში დაგეგმილია ოქტომბერში.

პირველი ეტაპის გამოცდები 16 სექტემბერს დასრულდა. გამოცდაზე ჯამურად რეგისტრირებული 6299 მოქალაქიდან საგამოცდო ცენტრებში 4912 გამოსაცდელი გამოცხადდა. გამოცდის ჩაბარების შედეგების მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიკატი 4813-მა პირმა მიიღო, მათ შორის ქალი - 3826; კაცი - 987. საგამოცდო ცენტრების მიხედვით დამუშავებული დეტალური სტატისტიკა ხელმისაწვდომია ბმულზე.

მეორე ეტაპზე ოქტომბერში დაგეგმილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდის შესახებ ინფორმაცია წინმსწრებად განთავსდება ცესკოს და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდებზე.

ფოტო გალერეა

  • მიმდინარე გამოცდა
  • დასრულებული გამოცდა
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
სექტემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia