საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთათვის დამატებითი ეტაპის ტრენინგი ჩატარდება

14.09.2023
ბეჭდვა

2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ოთხ ეტაპს მოიცავს.  12 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული I ეტაპის ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების ინტენსიურ გადამზადებას დაეთმო, II ეტაპზე კი პრაქტიკული სწავლება საუბნო საარჩევნო კომისიების სხვა წევრებმა გაიარეს.

ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის განხორციელებაზე ორიენტირებით შემუშავებული სტრატეგიული გეგმის თანახმად, სწავლების ცენტრმა უზრუნველყო დამატებითი ეტაპის სატრენინგო პროგრამის მომზადება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილ (ახალ) ხელმძღვანელ პირებსა და წევრებს, ასევე იმ საარჩევნო ადმინისტრატორებს, რომლებიც ვერ დაესწრნენ გრაფიკით გათვალისწინებული წინა ეტაპების ტრენინგებს.

დამატებითი ეტაპის სასწავლო პროგრამას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები 15 სექტემბერს ჩაატარებენ. მონაწილეებს, მანდატის შესაბამისად, მიეწოდებათ ინფორმაცია კენჭისყრის პროცესში პროფილურად განსახორციელებელი ფუნქციების თაობაზე. პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები განახორციელებენ კენჭისყრის პროცესის ეპიზოდურ ინსცენირებებს. საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, სატრენინგო პროგრამა ითვალისწინებს პროცედურების მოდელირებას ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატებისა და პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით. 

დამატებითი ეტაპის ტრენინგების გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

ინფორმაცია II ეტაპის ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების შესახებ იხილეთ ბმულზე.

 

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia