საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები გრძელდება (II ეტაპი)

07.09.2023
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი აგრძელებს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს, 2023 წლის 1 ოქტომბერს გასამართი შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის.

ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, II ეტაპი ეთმობა საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების (გარდა საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების) და უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული კომისიების წევრების გადამზადებას.

ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის უზრუნველსაყოფად, ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია კენჭისყრის პროცესში პროფილურად განსახორციელებელი ფუნქციების თაობაზე (ამომრჩეველთა რეგისტრატორი, ნაკადის მომწესრიგებელი, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები).

კენჭისყრის პროცესში ინტეგრირებულ სიახლეებზე ელექტორატის ინფორმირების მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით ტარდება,  კომისიების წევრები მიიღებენ ინსტრუქტაჟს რეგისტრატორის ფუნქციის შესრულებისას ამომრჩევლებთან განსახორციელებელი კომუნიკაციის თაობაზე და ხმის მიცემის პროცედურულ სიახლეებზე ამომრჩევლებისთვის მისაცემი განმარტებების შესახებ. ამასთან, პრაქტიკული მეცადინეობის მეთოდზე დაფუძნებით, კომისიის წევრები განახორციელებენ ელექტრონული აპარატების მუშაობის მოდელირებას, სინქრონული სწავლების ფორმატში.

სატრენინგო პროცესში, სხვადასხვა თემატურ საკითხებს შორის, ყურადღება გამახვილდება ამომრჩევლების ხმის მიცემის ფარულობის, ასევე, ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფად საარჩევნო ადმინისტრატორებისა და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლება-მოვალეობებზე.

კენჭისყრის პროცესის ინკლუზიურობის ხელშესაწყობად, სატრენინგო პროგრამის შესაბამისად საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაეცნობიან შშმ ამომრჩევლებისთვის სერვისის განხორციელების პროცესში გასათვალისწინებელ საუბრის ეტიკეტს და ქცევის ნორმებს.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები II ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ 8-12 სექტემბრის პერიოდში. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულებზე:

  • საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგების გრაფიკი
  • უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ტრენინგების გრაფიკი

გრაფიკებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პირველი ეტაპის ტრენინგები 2023 წლის 4-6 სექტემბერს განხორციელდა. მასში მონაწილეობა 133 საუბნო საარჩევნო კომისიის 351 ხელმძღვანელმა პირმა მიიღო. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19
202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia