საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები იწყება

03.09.2023
ბეჭდვა

2023 წლის 4 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები იწყება. სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული კონცეფციის შესაბამისად, ინტენსიური, პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული ტრენინგები პროფილურად, 4 ეტაპად ჩატარდება.

I ეტაპის ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა სწავლებას ეთმობა. მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ მანდატს მიკუთვნებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე:

  • კენჭისყრის დღემდე საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა საორგანიზაციო ფუნქციები (მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიიდან ინვენტარისა და საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება; კენჭისყრის შენობის მოწყობა; ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალური სიისა და გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის შედგენასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები; ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით ამომრჩეველთა ბარათების დარიდების პროცესის ორგანიზება);
  • საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა საზედამხედველო-მაკონტროლებელი ფუნქციები კენჭისყრის პროცესში (საარჩევნო უბნის გახსნა; კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილება; კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები და მათი უფლებრივი მდგომარეობა; კომისიის წევრთა მიერ კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლებისთვის შესაბამისი სერვისის განხორციელება);
  • საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა საორგანიზაციო უფლებამოსილებები ხმების დათვლის პროცესში და კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკა.

კენჭისყრის პროცესის სპეციფიკების გათვალისწინებით, იმ საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების სწავლების პროცესში, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, მნიშვნელოვანი ყურადღება ელექტრონული ტექნოლოგიების პრაქტიკულ გამოყენებას  ეთმობა. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატების, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატებისა და კენჭისყრის შედეგების გადასაცემი პლანშეტური კომპიუტერების ფუნქციონალის შესწავლის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები განახორციელებენ ელექტრონული აპარატების მუშაობის მოდელირებას სინქრონული სწავლების ფორმატში.

საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ტრენინგების განხორციელებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 40 ტრენერი.

I ეტაპის ტრენინგები 2023 წლის 4-6 სექტემბრის პერიოდში ჩატარდება. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia