საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები განაახლა

25.05.2023
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მზადებას აგრძელებს.

საარჩევნო რეფორმის შესაბამისად, სწავლების ცენტრი პროფილურ სერტიფიცირებას ახორციელებს მაღალკვალიფიციური საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების და წევრების შერჩევის მიზნით. სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს ცესკოს წევრების, ცესკოს აპარატის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების და ახლა უკვე საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების და წევრების არჩევა/დანიშვნისთვის, საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.

სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მზადების პროცესში სწავლების ცენტრმა უზრუნველყო შესაბამისი საგამოცდო ტესტების შემუშავება, კერძოდ:

  • 146 ტესტი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების გამოცდისთვის
  • 87 ტესტი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირებისთვის

პროფილური ტესტები საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისა და წევრების ფუნქციების შესაბამისად მოიცავს საკითხებს საქართველოს საარჩევნო კოდექსიდან და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტიდან.

  • 840 ტესტი საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდისთვის

ტესტები თემატურად მოიცავს საკითხებს შემდეგი ნორმატიული აქტებიდან: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საარჩევნო კოდექსი; „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2023 წლის 6 თებერვლის N7/2023 დადგენილება; ცესკოს 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით დამტკიცებული ცესკოს რეგლამენტი; ცესკოს 2012 წლის 3 თებერვლის №2/2012 დადგენილებით დამტკიცებული საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი; ცესკოს 2021 წლის 23 აგვისტოს №49/2021 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსი; „ცესკოს წევრებისა და საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ“ ცესკოს 2017 წლის 27 ივნისის №11/2017 დადგენილება.

აღნიშნული ტესტები დამტკიცებულია ცესკოს მიერ და უცვლელი ფორმით გამოიყენება გამოცდების ჩატარებისას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საკანონმდებლო ცვლილებები მოითხოვს ტესტების კორექტირებას. 

ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნებისთვის, „საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულების დამტკიცების თაობაზე“ ცესკოს 2023 წლის 21 მარტის N32/2023 დადგენილების შესაბამისად, სწავლების ცენტრმა უზრუნველყო საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისა და წევრების სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტების თარგმნა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე (სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე). თარგმნილი ორენოვანი ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას (ხელმისაწვდომია ბმულებზე):

  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები (ARM)
  • საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების საგამოცდო ტესტები (AZR)
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების ტესტები (ARM)
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირების ტესტები (AZR)

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეების, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების და წევრების სასერტიფიკაციო გამოცდების  ვადებს და ლოკაციებს (ადგილებს) განსაზღვრავს ცესკო, ჩატარებას უზრუნველყოფს სწავლების ცენტრი. სერტიფიცირება ელექტრონული ტესტირების მეთოდით წარიმართება. თითოეული გამოსაცდელისთვის შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ავტომატურად შეირჩევა 24 საგამოცდო ტესტი, სერტიფიკატის მისაღებად გამოსაცდელმა უნდა დააგროვოს 15 ქულა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განისაზღვრება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის ვადით.

სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების გაცნობის მიზნით ეწვიეთ ბმულებს:

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიცირების დებულება

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების დებულება

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia