საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსების განხორციელება გრძელდება

01.06.2023
ბეჭდვა

საინფორმაციო-სასწავლო პროექტის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“ იმპლემენტაცია 2023 წლის 29 მაისს დაიწყო და 24 ივნისის ჩათვლით პერიოდში ქვეყნის მასშტაბით 64-ვე მუნიციპალიტეტში განხორციელდება.

ცესკოს და სწავლების ცენტრის პროექტი პროფილურია და მიზნად ისახავს დაინტერესებული პირების საუბნო საარჩევნო კომისიების პოტენციურ წევრებად გადამზადებას. ამასთან, კურსი ხელს უწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და საარჩევნო კულტურის განმტკიცებას.  

საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის პრაქტიკული ასპექტების გაცნობის მიზნით, სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებულ პროგრამაში მნიშვნელოვანი აქცენტები საარჩევნო პროცესში ინტეგრირებულ ტექნოლოგიურ სიახლეებზე კეთდება. საინფორმაციო-სასწავლო პროექტის მონაწილეების ჩართულობით ტარდება კენჭისყრის პროცედურების ეპიზოდური ინსცენირებები, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენებით.

პროგრამით გათვალისწინებული მოდულები შემდეგი ძირითადი საკითხების გაცნობას მოიცავს:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის სტატუსი და ძირითადი უფლებამოსილებების მიმოხილვა;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობა კენჭისყრის დღისთვის მზადების პროცესში;
  • ხმის მიცემის პროცედურა და კენჭისყრის პროცესში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ფუნქციების შესრულების ტექნიკა;
  • კენჭისყრის პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატების ფუნქციონირება და გამოყენების წესი;
  • კენჭისყრის პროცესის დასრულება, ხმების დათვლა და კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა.

„საარჩევნო ადმინისტრატორის კურსებს“ პროექტში მონაწილეობისთვის რეგისტრირებული 16300-მდე მოქალაქე გადის. ტრენინგების ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 206 ტრენერი უზრუნველყოფს.

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia