საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

„საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსებისთვის“ ტრენერთა ტრენინგი დაიწყო

08.05.2023
ბეჭდვა

2023 წლის 8 მაისს, პროექტისთვის „საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები“ ტრენერთა გადამზადების პროგრამა დაიწყო.

საარჩევნო პროცესში ინტეგრირებული ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა - პროექტის ამ მიზნების შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ღონისძიების გახსნისას ისაუბრეს. როგორც მათ აღნიშნეს, „საარჩევნო ადმინისტრატორის სასწავლო კურსები“ წარმოადგენს უწყვეტი საგანმანათლებლო პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ეხმიანება საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმას და საარჩევნო კულტურის განმტკიცების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ტრენერთა ტრენინგი 24 მაისის ჩათვლით განხორციელდება. სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს 207 ტრენერის გადამზადებას, რომელთა რესურსი შემდგომ ეტაპზე მიემართება 64 მუნიციპალიტეტში საინფორმაციო-სასწავლო პროგრამის იმპლემენტაციას. პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მოქალაქეები, რომლებიც შესაბამის რეგისტრაციას გაივლიან სპეციალური ელექტრონული პლატფორმის (Konkursi.cec.gov.ge) საშუალებით, ან საოლქო საარჩევნო კომისიებში, მოცემულ ბმულზე ასახული სარეგისტრაციო პირობების მიხედვით: https://tinyurl.com/4t7kxdm7

საინფორმაციო-სასწავლო კურსის ფარგლებში დაინტერესებული პირები მიიღებენ ინფორმაციას ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატის, ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის ფუნქციონირების საკითხებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის სხვა მნიშვნელოვან ასპექტებზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
29
30
31    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia