საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთათვის დამატებითი ეტაპის ტრენინგი ჩატარდება

21.04.2023
ბეჭდვა

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებთან კოორდინაციით, დაიგეგმა დამატებითი ეტაპის ტრენინგები საუბნო საარჩევნო კომისიების შეცვლილი (ახალი) წევრებისათვის და იმ წევრებისათვის, რომლებიც ვერ დაესწრნენ გრაფიკით გათვალისწინებული II ეტაპის ტრენინგებს.

პროფილური სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე პერიოდში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საორგანიზაციო უფლებამოსილებები;
  • კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის გასანაწილებელი ფუნქციები და მათი შესრულების ტექნიკა;
  • ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბანზე და გადასატანი საარჩევნო ყუთით;
  • საარჩევნო უბნის დახურვა და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საორგანიზაციო უფლებამოსილებები ხმის დათვლის პროცედურისთვის მზადების მიმართულებით;
  • ხმების დათვლის პროცესის მიზნით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის გასანაწილებელი ფუნქციები და მათი შესრულების ტექნიკა.

პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები განახორციელებენ კენჭისყრის პროცესის ეპიზოდურ ინსცენირებებს. საარჩევნო კომისიებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება, სატრენინგო პროგრამა ითვალისწინებს პროცედურების მოდელირებას ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატებისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატების გამოყენებით.

სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები დამატებითი ეტაპის ტრენინგებს 2023 წლის 23 აპრილს ჩაატარებენ. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

ინფორმაცია პირველი და მეორე ეტაპის ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების შესახებ იხილეთ ბმულებზე:

I ეტაპის ტრენინგების სტატისტიკა - საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის.

II ეტაპის ტრენინგების სტატისტიკა - საუბნო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობისთვის.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia