საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სერბეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნენ

17.02.2023
ბეჭდვა

სერბეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნენ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის მდივანმა  სრჯან სმილიანიჩმა გახსნეს. გიორგი კალანდარიშვილმა საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში ქართული მხარე სერბ კოლეგებს დეტალურ ინფორმაციას გააცნობს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული წარმატებული რეფორმებისა და სიახლეების შესახებ.

„საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმები და პროგრესი არ რჩება სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების ყურადღების მიღმა. სწორედ ამის დასტურია ის, რომ დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ სერბეთის საარჩევნო კომისიის დელეგაციას. ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა გამჭვირვალობის ზრდა, ტექნოლოგიების დანერგვა, ელექტრონული სერვისების განვითარება და სხვა. ვფიქრობ, აღნიშნული  ხელს შეუწყობს სერბეთის საარჩევნო კომისიას საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში. ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარებაზე დაფუძნებული შეხვედრები ხელს უწყობს სხვა ქვეყნების საარჩევნო ინსტიტუციებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე გვაძლევს საშუალებას განვიხილოთ სხვა ქვეყნების კარგი პრაქტიკა და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ ჩვენი საქმიანობის დაგეგმვა/განხორციელებისას“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მანდატი, შემადგენლობა და სტრუქტურა, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებში, ამომრჩეველთა განათლება/ინფორმირება, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მუშაობა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან თანამშრომლობა,  მედიასთან და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები - ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე დეტალური ინფორმაცია  სერბ კოლეგებს ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა გაუზიარეს. საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს სერბეთის რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმაც. შეხვედრას მოდერაციას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე დავით ღონღაძე და სერბეთის პროგრამის უფროსი ოფიცერი იოვანა სტრაჰინიჩი  უწევდნენ.

სასწავლო სამუშაო შეხვედრა, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ცესკოში სამუშაო შეხვედრები სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით პერიოდულად იმართება. გასულ წელს მსგავსი შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიისა და მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან გაიმართა.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
192021
22
232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia