ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), 2019 წელს ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ღია საჯარო დაწესებულებად დაასახელა და სპეციალური სიგელი სწავლების ცენტრის დირექტორს ნათია ზაალიშვილს გადასცა.
საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის კვლევის მიზნებისთვის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 284 საჯარო დაწესებულება შეაფასა. შედეგების მიხედვით სწავლების ცენტრმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი შეფასება მიიღო (მაჩვენებელი - 100%). აღსანიშნავია, რომ სწავლების ცენტრი ამ ჯილდოს მფლობელი უკვე მეხუთედ გახდა (2011 წ, 2015 წ, 2016 წ, 2018 წ და 2019 წ).
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სიგელი 25 საჯარო დაწესებულებას გადაეცა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს საქართველოში 2010 წლიდან ახორციელებს. 2019 წელს ჩატარებული კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მხარდაჭერით განხორციელდა.