EN

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

კონკურსი პოტენციური ტრენერების რესურსის გამოსავლენად

სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) აცხადებს შესარჩევ კონკურსს საარჩევნო პროფილით სასწავლო პროგრამების განხორციელების მიზნით პოტენციური ტრენერების რესურსის გამოსავლენად.

ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

  • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება.
    კონკურსის მიზნებისთვის სასურველია, აპლიკანტს გააჩნდეს ტრენერად ან/და პედაგოგად მუშაობის გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციაში ან/და საარჩევნო სფეროში მუშაობის სხვა პრაქტიკული გამოცდილება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი, საარჩევნო ადმინისტრაციის სასწავლო პროგრამებში (საარჩევნო განვითარების სკოლა, ახალგაზრდული ბანაკები) მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2023 წლის 20 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით პერიოდში. აპლიკანტმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსოს ელექტრონული განაცხადის ფორმა (იხ. ბმული).
  • ელექტრონულ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია:
    - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
    - პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ასლი;
    - ავტობიოგრაფია (CV).

    ელექტრონულ განაცხადს მიზანშეწონილია ასევე დაერთოს დოკუმენტი/დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებს კონკურსის მიზნებისთვის განსაზღვრულ სასურველ მოთხოვნებთან აპლიკანტის შესაბამისობას.

  • აპლიკანტმა განაცხადის შესაბამის გრაფაში უნდა მონიშნოს ძირითადი მუნიციპალიტეტი, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, სწავლების ცენტრის შეთავაზების საფუძველზე განახორციელებს ტრენერის საქმიანობას. აპლიკანტს შეუძლია განაცხადში დამატებით მონიშნოს ერთი ან რამდენიმე ალტერნატიული მუნიციპალიტეტი, სადაც, გარდა ძირითადი მუნიციპალიტეტისა, შეძლებს განახორციელოს ტრენერის საქმიანობა სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით.
  • აპლიკანტთა შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება განაცხადში მითითებული მუნიციპალიტეტი და ქვემოთ მოყვანილ ცხრილში მუნიციპალიტეტების მიხედვით განსაზღვრული პოტენციურ ტრენერთა რაოდენობის  ფარგლები:

საქართველოს რეგიონები

მუნიციპალიტეტი

პოტენციურ ტრენერთა   რაოდენობის  ფარგლები

(თვითმმართველი ქალაქი/თემი)

დედაქალაქი

თბილისი

22

კახეთის მხარე

საგარეჯო

1

გურჯაანი

1

სიღნაღი

1

დედოფლისწყარო

1

ლაგოდეხი

1

ყვარელი

1

თელავი

1

ახმეტა

1

ქვემო ქართლის მხარე

რუსთავი

5

გარდაბანი

2

მარნეული

3

ბოლნისი

1

დმანისი

2

წალკა

2

თეთრიწყარო

1

მცხეთა-მთიანეთის მხარე

მცხეთა

2

თიანეთი

1

დუშეთი

2

ყაზბეგი

1

შიდა ქართლის მხარე

კასპი

2

გორი

5

ქარელი

1

ხაშური

2

სამცხე-ჯავახეთის მხარე

ბორჯომი

1

ახალციხე

1

ადიგენი

1

 ასპინძა

1

ახალქალაქი

2

ნინოწმინდა

1

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარე

ონი

1

ამბროლაური

1

ცაგერი

1

ლენტეხი

1

იმერეთის მხარე

ხარაგაული

1

თერჯოლა

1

საჩხერე

3

ზესტაფონი

2

ბაღდათი

1

ვანი

1

სამტრედია

2

ხონი

2

ჭიათურა

2

ტყიბული

2

წყალტუბო

2

ქუთაისი

3

გურიის მხარე

ოზურგეთი

2

ჩოხატაური

1

ლანჩხუთი

1

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე

 მესტია

1

აბაშა

1

სენაკი

2

მარტვილი

1

ხობი

1

ზუგდიდი

2

ჩხოროწყუ

1

წალენჯიხა

1

ფოთი

1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

ბათუმი

2

ქედა

1

ქობულეთი

1

ხელვაჩაური

2

შუახევი

1

ხულო

1

  • აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატურების შერჩევა მოხდება წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასების საფუძველზე. შერჩეულ კანდიდატურებს მეორე ეტაპზე ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
  • ტესტირების და გასაუბრების ეტაპი მოიცავს კითხვებს საქართველოს კონსტიტუციიდან, საქართველოს ორგანული კანონიდან „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ზოგადი უნარებიდან.

შენიშვნა:

  • პროექტის მიზნიდან გამომდინარე, რომელიც ორიენტირებულია საარჩევნო მიმართულებით პოტენციური ტრენერების ახალი რესურსის გამოვლენაზე, შერჩევისას არ განიხილება იმ პირთა დოკუმენტაცია, რომლებიც 2010-2022 წლებში იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში სწავლების ცენტრთან ტრენერის რანგში, ასევე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომლების/წევრების დოკუმენტაცია.
  • არასრულყოფილად ან/და დაგვიანებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
  • ტესტირების და გასაუბრების ეტაპზე გადაყვანილ კანდიდატურებს, ვინც განაცხადში ტრენერის საქმიანობის განხორციელების არეალად ძირითადი მუნიციპალიტეტის სახით მიუთითა:
    -  თბილისი, რუსთავი, შიდა ქართლის ან მცხეთა-მთიანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი, გასაუბრება ჩაუტარდება თბილისში;
    - ქვემო ქართლის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი (გარდა რუსთავისა), გასაუბრება ჩაუტარდება ბოლნისში;
    - კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი, გასაუბრება ჩაუტარდება თელავში;
    - სამცხე-ჯავახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი, გასაუბრება ჩაუტარდება ახალციხეში;
    - იმერეთის ან რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი, გასაუბრება ჩაუტარდება ქუთაისში;
    - სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი (გარდა ფოთისა), გასაუბრება ჩაუტარდება ზუგდიდი;
    - ფოთი, გურიის მხარეში ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთი, გასაუბრება ჩაუტარდება ბათუმში.
  • კონკურსის შედეგების ცნობება, მათ შორის ტესტირების და გასაუბრების ეტაპზე კანდიდატურების მოწვევის დაზუსტებული თარიღი/დრო, ასევე, საჭიროებისამებრ შერჩეულ აპლიკანტებთან შემდგომი კომუნიკაცია განხორციელდება განაცხადში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინებების გაგზავნის ფორმით.
  • სწავლების ცენტრის მიერ არ ანაზღაურდება ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ხარჯი (გასაუბრების დისლოკაციის მიხედვით აპლიკანტების მგზავრობის ხარჯი).

კონკურსის გრაფიკი:

  • სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის მიზნით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენა: 20 - 26 იანვარი, 2023 წელი;
  • დოკუმენტაციის განხილვა: 27 იანვარი - 1 თებერვალი, 2023 წელი;
  • ტესტირება და გასაუბრება: 7 - 17 თებერვალი, 2023 წელი;
  • სასწავლო პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევის შედეგები: 20 - 21 თებერვალი, 2023 წელი.

ინფორმაცია კონკურსის შედეგად შერჩეული აპლიკანტებისთვის

სწავლების ცენტრი, 2023 წლის 26 თებერვალი - 12 მარტის პერიოდში, კონკურსის შედეგად შერჩეული აპლიკანტებისთვის ჩაატარებს ტრენერის პროფესიული უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამას.

სწავლების ცენტრის მიერ პოტენციური ტრენერებისთვის შემუშავებული ოთხდღიანი სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულია:

  • პროფილური სწავლების ბლოკი - დაეთმობა საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცედურების, მათ შორის, ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესის განხორციელების პრაქტიკული ასპექტების განხილვას;
  • სპეციალიზებული სწავლების ბლოკი - დაეთმობა ტრენერის უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებს (ტრენინგის დაგეგმვა და სტრუქტურა; ტრენინგის პროგრამის დიზაინი; ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია; ტრენინგის შეჯამება/შეფასების მექანიზმები; ტრენერის სახელმძღვანელოს/გზამკვლევის შედგენისა და გამოყენების ტექნიკა; პრეზენტაციის და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევები).

სასწავლო პროგრამის ჩატარება გათვალისწინებულია თბილისში. საჭიროებიდან გამომდინარე, ტრენინგის მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში არსებული სასწავლო-საცხოვრებელი კომპლექსით მომსახურება და კვება, სასწავლო პროგრამის განხორციელების მანძილზე. პროექტის ფარგლებში სწავლების ცენტრის მიერ არ ანაზღაურდება ტრენინგის ჩატარების დისლოკაციის მიხედვით მონაწილეების მგზავრობის ხარჯი.

მონაწილეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასწავლო პროგრამას, ჩაირიცხებიან საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა რეზერვში. აღნიშნული საკადრო რესურსის გამოყენება, მათი თანხმობის საფუძველზე, სწავლების ცენტრის მიერ შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად.