ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ცესკომ ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო განათლების კლუბის „პლურალიზმის პოლიფონია“ მოსწავლეებს უმასპინძლა. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და სამომავლო საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მათ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერებმა ნინო კიკალიშვილმა და ცოტნე ზაბახიძემ მიაწოდეს. განიხილეს საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების ინტეგრირების საკითხი, როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე. გარდა ამისა, მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ და პრაქტიკაში გამოცადეს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების - ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების მუშაობა.
ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის სამოქალაქო განათლების კლუბის „პლურალიზმის პოლიფონია“ მოსწავლეებთან შეხვედრა ცესკოში 22 დეკემბერს გაიმართა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ახალგაზრდებთან შეხვედრები საარჩევნო პროცესებში მათი ჩართულობის ხელშეწყობისა და ინფორმირების მიზნით პერმანენტულად ხორციელდება.