დასახელება: საარჩევნო პროცესებში ქალთა მონაწილეობის წახალისება
მიზანი: საარჩევნო პროცესებში ქალთა ჩართულობის მოტივაციის ზრდა, მათი საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისა და ლიდერის უნარ-ჩვევების განმტკიცების ხელშეწყობა
სამიზნე ჯგუფი: პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელი ქალები
სასწავლო მოდულები: საარჩევნო სისტემებისა და გენდერული კვოტების გავლენა ქალთა წარმომადგენლობაზე; პოლიტიკურ პროცესებში ქალთა მონაწილეობისას არსებული ბარიერები - გენდერული სტერეოტიპები, დისკრიმინაცია და სიძულვილის ენა ციფრულ სამყაროში; დებატების კულტურა; ლიდერობა და კომუნიკაციის სტრატეგიები, ევროპის საბჭოს სტანდარტები და სხვა საერთაშორისო პრაქტიკა გენდერული თანასწორობის საკითხებში
განხორციელების პერიოდი: 28 - 29 სექტემბერი, 2022 წელი
განხორციელების ადგილი: კახეთი, სასტუმრო „ლოპოტა სპა რეზორტი“
მონაწილეთა სტატისტიკა: ტრენინგი გაიარა 9 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილმა 27 ქალმა