სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. აღნიშნულ საკითხებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა სპეციალური ტრენინგები გაიარეს, ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის შესაბამისად.
ტრენინგების კონცეფციის საფუძველზე, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება პროფილური პროგრამებით განხორციელდა. პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით კომისიების წევრები დეტალურად გაეცნენ კენჭისყრის პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენების ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს. საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმა კი ასევე ინტენსიურად იმუშავეს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის ტექნიკაზე.
30 აგვისტო-26 სექტემბრის პერიოდში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები ოთხ ეტაპად განხორციელდა (ჯამურად 8 სატრენინგო სესია). ტრენინგების ჩატარება სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებულმა ტრენერმა უზრუნველყო.
ტრენინგებზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა დასწრების მონაცემების მიხედვით სტატისტიკა შემდეგია:
N64.04 სენაკის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი 3 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის განკუთვნილ ტრენინგებზე ეტაპების მიხედვით დაესწრო: |
I ეტაპი (კომისიის სრული შემადგენლობისთვის) - 34 წევრი (79%) II ეტაპი (კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის) - 8 წევრი (89%) III ეტაპი (კომისიის სრული შემადგენლობისთვის) - 33 წევრი (77%) IV ეტაპი (კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის) - 9 წევრი (100%) |
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ინფორმირებისა და მათ მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობის მიზნებისთვის, სწავლების ცენტრმა, ცესკოსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო მასალა, კერძოდ:
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია
საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის სამახსოვრო ინსტრუქცია
ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია
ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია
გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია
საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის ამსახველი პოსტერი
საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეო გადაღების ამსახველი პოსტერი
ამომრჩევლის სამახსოვრო პოსტერი
2022 წლის 16 სექტემბერს, ცესკოს სწავლების ცენტრმა ინსტრუქტაჟი ჩაუტარა N64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს კომისიის მანდატის ფარგლებში განსახორციელებელი საქმიანობები და კენჭისყრის პროცესში გამოსაყენებელი აპარატების ფუნქციონირების წესი.
საარჩევნო კომისიების წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული პროგრამა მიზნად ისახავს 2022 წლის 1 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კომისიების მუშაობის ეფექტიანობის ზრდას, ამომრჩევლებისა და ჩართული მხარეებისთვის შესაბამისი სერვისის გაუმჯობესებას.