გრძელდება საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები 2022 წლის პირველი ოქტომბრის სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, სადაც ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე პროექტის ფარგლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.
ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, II ეტაპი ეთმობა №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული 3 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) გადამზადებას.
ინტენსიური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ შემდეგ ძირითად საკითხებზე:
პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებით საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები დეტალურად გაეცნობიან კენჭისყრის პროცესში ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატისა და ხმის ელექტრონული მთვლელი აპარატის გამოყენების ტექნიკურ და საორგანიზაციო/პროცედურულ საკითხებს.
სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერი II ეტაპის ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს 19 სექტემბერს. გრაფიკი ხელმისაწვდომია ბმულზე. მასში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა პირველი ეტაპის ტრენინგები 2022 წლის 31 აგვისტოს განხორციელდა, მასში მონაწილეობა მიიღო 3 საუბნო საარჩევნო კომისიის 34 წევრმა. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.