საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საორიენტაციო სასწავლო პროგრამა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის

07.06.2022
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პოლიტიკის გათვალისწინებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) და საარჩევნო სისტემების განვითრების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი), საარჩევნო ადმინისტრაციაში ახლად დანიშნული/არჩეული თანამშრომლებისთვის (ცესკოს აპარატის თანამშრომელი, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, სტაჟიორი) საორიენტაციო-სასწავლო პროგრამებს ახორციელებს.

2022 წლის 7 ივნისს, საორიენტაციო სწავლება ცესკოს აპარატის 16 თანამშრომელს ჩაუტარდა, რომლებიც საქმიანობას შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში განახორციელებენ: ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საინფორმაციო - ანალიტიკური განყოფილება; საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი; იურიდიული დეპარტამენტი; კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი; ცესკოს მდივნის აპარატის საქმისწარმოების განყოფილება.

სწავლების ცენტრის თანამშრომელმა „საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცედურების შესახებ“ საორიენტაციო სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებთან შემდეგი ძირითადი საკითხები განიხილა: საქართველოში არჩევნების ისტორიული ექსკურსი; არჩევნების მართვის ორგანოების საერთაშორისო მოდელები და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, უფლებამოსილებები; საარჩევნო ციკლის მართვა და კენჭისყრის დღე; საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის მანდატი და ეთიკის კოდექსი; დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის უარყოფითი გავლენა საარჩევნო პროცესებზე. ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა კი მონაწილეებს პერსონალის ფუნქციონალური გეგმის ჭრილში შრომითი ურთიერთობების მართვის კონცეფცია, შიდანორმატიული აქტები (რეგლამენტი, შინაგანაწესი) და საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზაციული კულტურის პრინციპები გააცნო.

საორიენტაციო-სასწავლო პროგრამები ხელს უწყობს ახლად დანიშნული/არჩეული თანამშრომლების სოციალიზაციის პროცესის წარმატებით გავლას, კორპორატიული განწყობის ჩამოყალიბებას და ქმნის თანამშრომლის პროფესიული საქმიანობით დადებითი შედეგების მიღების საფუძველს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12131415161718
19
202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia