საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ახალგაზრდების საარჩევნო კულტურის განმტკიცების მიმართულებით საინფორმაციო შეხვედრები სტუდენტებთან გრძელდება

23.05.2022
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი პარტნიორ უნივერსიტეტებში სხვადასხვა ფაკულტეტის დაწყებითი კურსის სტუდენტებთან სემინარების ციკლს აგრძელებს.

საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ამჯერად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ჩატარდა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მისასალმებელ სიტყვაში ცესკოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ამოცანის წარმატებით შესასრულებლად, რეფორმების პარალელურად, საარჩევნო კულტურის განმტკიცების მნიშვნელობაზე, სწავლების ცენტრის დირექტორმა კი ამ მიმართებით ინფორმირებული ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული პროგრამების უწყვეტად განხორციელების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრის მეორე ნაწილში სწავლების ცენტრის ტრენერმა სემინარი ჩაატარა. სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზების გარანტიებზე, მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მნიშვნელობასა და ხელშემწყობ პირობებზე. შეხვედრაზე საარჩევნო ტექნოლოგიებიც განიხილეს და  სტუდენტები დეტალურად გაეცნენ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საპილოტე პროექტზე, რომელიც საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს.

სემინარები სტუდენტებთან საინფორმაციო-სასწავლო კამპანიის „ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ღია მმართველობის პროცესში“ ფარგლებში ხორციელდება და ორიენტირებულია არჩევნების პოპულარიზაციაზე, ახალგაზრდების აქტიურ და ინფორმირებულ ამომრჩევლებად ჩამოყალიბების ხელშეწყობაზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia