საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების საერთაშორისო დღე სტუდენტებთან ერთად აღნიშნა

03.02.2022
ბეჭდვა

3 თებერვალი არჩევნების საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე 200-მდე ახალგაზრდას შეხვდა და მათთან დემოკრატიის განვითარების პროცესში არჩევნების როლზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ონლაინ შეხვედრა იმ პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებთან გაიმართა, რომლებთანაც ცესკოს სწავლების ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს. გიორგი კალანდარიშვილთან ერთად ახალგაზრდებს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი მიესალმა. ცესკოს თავმჯდომარე მათ დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წელს პირველად გამართულ არჩევნებზე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა და ცესკოს თავმჯდომარემ სტუდენტებთან ერთად მათთვის საინტერესო საკითხები მიმოიხილა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა  საარჩევნო ადმინისტრაციისთვის უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ ახალგაზრდებთან ერთად აღნიშნავს ამ მნიშვნელოვან თარიღს ცესკო. 

არჩევნების საერთაშორისო დღე ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) ინიციატივით 2005 წლიდან ყოველ წელიწადს, თებერვლის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. 

ვიდეო გალერეა

საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნების საერთაშორისო დღე სტუდენტებთან ერთად აღნიშნა

ფოტო გალერეა

  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
მარტი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27
28
293031  
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2023 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia